საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან ვიზიტის შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. „აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური […]
ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა – რამდენი ჯარიმა დაიწერა გასულ წელს?

თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 12 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,591,097 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია. უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, […]
წყალი 21 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე „ჯივიპი“ ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში […]
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
დიდთოვლობის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა

გადაუღებელი თოვისა და ყინვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან გაჩერებულია. წუხანდელი ღამიდან, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა უამინდობა ყველა სახის ტრანსპორტს აფერხებს. ამ დროისათვის, მოძრაობა შეფერხებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაიშვება. რეგიონში შექმნილ ვითარებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხებზე, დღეს განცხადებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გააკეთებს.
თებერვლიდან მეტად დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია – ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტები „ა“ ტიპის გრიპის ვირუსის ტალღისა და სტაციონარებში მიმართვიანობის შემცირებას ვარაუდობენ. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვითარება იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში შემსუბუქდება. მათი განმარტებით, საჭიროა ნაცნობი რეკომენდაციებისა და ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გრიპის ვირუსის ვაქცინით აცრა. მათივე თქმით, პროგნოზი დამაიმედებელია, ხოლო ქვეყანაში საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდის რაოდენობა საკმარისია. „დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე, გართულებულ შემთხვევებში […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსული ბომბდამშენებიდან დღეს დილით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, რის გამოც, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „Tu-95MS თვითმფრინავებიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებაში.
თბილისის ცენტრალურ “იუსტიციის სახლს” არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვია

თბილისის ცენტრალურ “იუსტიციის სახლს” არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საქართველოს მთავრობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა. დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ “იუსტიციის სახლში” დანერგილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ სიახლეს. დელეგაციას “იუსტიციის სახლის” მუშაობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ მიაწოდეს.
8 დაღუპული და 47 დაკარგული – ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა

ჩინეთში, მეწყერი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, იუნანის პროვინციაში ჩამოწვა. სტიქიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაკარგულად მიიჩნევა 47. სტიქიის ზონიდან 500-ზე მეტიო ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციას უამინდობა ართულებს.
თუ მსჯავრდებულ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, გამოხატოს ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ – რატი ბრეგაძე

ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, გამოხატოს ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ როგორც პალატაში, ისე შემდგომ საკანში. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი СPT-ის დასკვნას, სადაც საუბარია “ვივამედის“ პალატაში მსჯავრდებულის მარტო ყოფნაზე. რატი ბრეგაძემ […]