რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყობა 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი – ჯანდაცვის სამინისტრო

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი. რესპუბლიკური საავადმყოფო […]

„თბილისში ინტერნეტის მაღალ ფასს კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს“ – უჩა სეთური

„მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ტარიფებსა და კომუნიკაციების ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისში ინტერნეტის მაღალ ტარიფებს კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს, რაც მთავარი გამოწვევაა. „როდესაც საუბარია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საფასურის სიძვირეზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, იგულისხმება იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული მომსახურება და არა ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ […]

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება – რა იგეგმება ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. “აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური […]

შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა – უწყების თანამშრომლებმა 5 პირი იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული საგამოძირბო მოქმედებების შედეგად აიყვანეს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი […]

„ინტელიექსპრესის“ ახალი თამასა – 1 მილიარდ ლარზე მეტი საქართველოსკენ

2023 წელს „ინტელიექსპრესის“ მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობის ექვივალენტმა ეროვნულ ვალუტაში 1 000 000 000 ლარს გადააჭარბა. საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელიექსპრესი“ 2023 წლის შეჯამებას აქვეყნებს. მიმდინარე წლის მონაცემებით, „ინტელიექსპრესის“ სისტემით ჯამურად, მხოლოდ საქართველოში, 381 000 000 დოლარზე მეტი თანხა გადმორიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 11% პროცენტიანი ზრდაა. კომპანიის გადარიცხვის სერვისით და […]

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ. შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს. მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება. წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

დანიელ ჰაგარი – ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ […]

წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის

წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა განაცხადა. „კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია“, – განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა. ლუქსონმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თავდაცვის ჯგუფის […]

მაია ომიაძე – ახალი ფესტივალი „გიზ-გიზი“ ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ჩამოსვლას საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე პროექტს „გიზ-გიზს“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ზამთრის ფესტივალი „გიზ-გიზი“ სტარტს იღებს. ფესტივალი ოთხივე ზამთრის კურორტზე სეზონის განმავლობაში გაიმართება. დამსვენებლებს, მოგზაურებს საშუალება ექნებათ კურორტებზე […]

ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფები დაკარგულებს ყინვასა და თოვლში ამ დრომდე ეძებენ. არასტაბილური ნიადაგის გამო მაშველები მძიმე ტექნიკის გამოყენებას ვერ ახერხებენ. შეგახსენებთ, ჩინეთის იუნანის პროვინციაში მეწყერი ორშაბათს ჩამოწვა და თავდაპირველად დაკარგულად 47 ადამიანი ითვლებოდა, მათგან 8 ორშაბათს საღამოს გარდაცვლილი […]