გურამ მაჭარაშვილი – რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება – დადგა დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ აუცილებელია როგორც ამ პოლიტიკური რეჟიმის – „ნაცმოძრაობის” გასამართლება, ასევე 2008 წლის ომის დეტალური გამოძიება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში, საქართველომ მოიგო ყველა დავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დადგა დრო, რომ ყველამ აგოს […]
ცესკო-ს თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. ღონისძიებაზე მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა. შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დიპირო გახსნიან.
“ე.წ ქურდული გარჩევა მოაწყვეს” – თბილისსა და იმერეთში 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში […]
13 წლის გოგოს აშანტაჟებდა და ინტიმური შინაარსის ფოტოებს აგზავნინებდა – 23 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2 000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური […]
მოურინიოს აგენტმა თავისი კლიენტის ახალ შესაძლო კლუბზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შემდეგ შესაძლო სამსახურზე ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელს დასაქმების პრობლემა არასდროს შექმნია, რადგან ის “განსაკუთრებულია”. “ჟოზეს ტიტულები ყველაფერზე ლაპარაკობს. მოურინიო უფრო მეტია, ვიდრე მწვრთნელი – ის განსაკუთრებულია და ახალი გუნდის პოვნა არასდროს გასჭირვებია. მას რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადება ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, რადგან “რომაში” დარჩენა […]
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

თბილისში კახეთის გზატკეცილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 23 იანვარს გამთენიისას მოხდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარტლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტოკიოში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების ცერემონია (დანპაცუშიკი) გაიმართება

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 თებერვალს ტოჩინოშინის კარიერის დასრულების ცერემონია (დანპაცუშიკი) ქ. ტოკიოში, სუმოს ეროვნულ არენაზე „Ryogoku Kokugikan“ გაიმართება. იაპონიაში მცხოვრებ ან ვიზიტით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ცერემონიალს, შეუძლია საელჩოს დაუკავშირდეს ელექტონული ფოსტის მისამართზე: [email protected], ან ტელეფონით, ნომერზე 03 5575 6091.
საქართველოს სათხილამურო კურორტებზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება

საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 -დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება. ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი […]
“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს. “არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც […]
რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაშავდა | მათგან ერთი ბავშვია

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ბავშვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად კიევში გაჩნდა ხანძარიც. “ამჟამად დედაქალაქში, სოლომიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში მტრის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. 8 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. კერძოდ, ექიმები ატარებენ რეანიმაციულ ზომებს ერთ დაზარალებულზე. და ერთს, […]