ცესკო-ს თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სხვადასხვა პარტიების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა იმართება. ღონისძიებას გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ხელმძღვანელობს. მთავარი თემა მომავალ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა. ოპოზიცია ასევე აპირებს ისაუბროს ემიგრანტებზე და მათ ჩართვაზე ხმის მიცემის პროცესში. “ჩვენ მათ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და იმ გზასთან დაკავშირებით, რაც გაიარა ტექნოლოგიურმა განვითარებამ […]

უამინდობა კახეთში | თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, რეგიონში 22 ათასამდე აბონენტს დენი არ აქვს

უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთში – გადაუღებელი თოვის გამო, დილიდან თელავში გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. გზის ამ მონაკვეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. “თოვლის ნალექიდან გამომდინარე ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება ცენტრალური და შიდა გზები, დაიყარა ქვიშა-მარილი, […]

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევას

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვში, ერთი კიევში და ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. კლიჩკოს ცნობითვე, კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები […]

იოავ გალანტი 21 ჯარისკაცის დაღუპვაზე – ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ღაზის სექტორში 21 ისრაელელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე რთული და მტკივნეული დილა გათენდა. „ეს არის ომი, რომელიც განსაზღვრავს ისრაელის მომავალს ათწლეულების განმავლობაში – ჯარისკაცების დაცემა გვაიძულებს, ომის მიზნებს მივაღწიოთ “, – აცხადებს გალანტი. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც […]

რუსებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 9 ადამიანი

რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში სახლები და საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის თქმით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. სოლომენსკის რაიონში აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია. ამავე რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში კი […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტები გახსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ […]

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს. „ქურდული […]

ისრაელის პრეზიდენტი – ძალიან რთული დილაა – ჩვენი საუკეთესო ვაჟების სახელები გმირების საფლავის ქვებზე ემატება

ძალიან რთული დილაა, როდესაც სულ უფრო მეტი ჩვენი საუკეთესო ვაჟების სახელები გმირების საფლავის ქვებზე ემატება, ომში, რომელშიც სამართალი არ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი X-ზე წერს, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების 21 ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება. ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებში მონაწილეობენ და საბრძოლო მიზნების მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან. „მთელი ერის სახელით […]

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 18 130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. „8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, ხოლო […]

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ. შესაბამისი ცვლილებას თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება. წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.