“ღვთის გულისათვის, წადი” – ისრაელის ყოფილი პრემიერი ნეთანიაჰუს

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი ისრაელის მოქმედ ლიდერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია ისრაელში. თუ ნეთანიაჰუ ძალაუფლებას ჩაებღაუჭება, ისრაელი “ღაზის ჭაობში ჩაიძირება და წლობით ვერ დააღწევს მას თავს”, აღნიშნა ეჰუდ ბარაკმა, რომელიც არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს. ისრაელის ყოფილი […]
ანტისემიტიზმის ბრალდების შემდეგ ილონ მასკი აუშვიცის ბანაკის სანახავად ჩავიდა

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 22 იანვარს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის სანახავად ჩავიდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის ტრაგედია “უფრო მეტად გხვდება გულში, როცა მას პირადად ნახულობ”. მასკის თქმით, ბოლო პერიოდში გულუბრყვილო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მასშტაბებს აღწევს ანტისემიტიზმი: “იმ წრეებში, რომლებშიც მე ვმოძრაობ, ანტისემიტიზმი თითქმის არ მხვდება”. – ამბობს მასკი კონსერვატორული პოდკასტის წამყვან ბენ […]
“ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს | შსს ჩანაწერს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. “ქურდული სამყაროს წევრობის”, “ქურდულ შეკრებაში” მონაწილეობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის”, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები – 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და […]
დააკავეს კაცი, რომელიც 13 წლის გოგოს აშანტაჟებდა და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრებს აგზავნინებდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანი გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი (2000 წელს დაბადებული გ.ბ.). საუბარია 2023 წელს მომხდარ შემთხვევაზე. უწყება ამბობს, რომ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა. კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, […]
თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების პროცესი იწყება

თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში, აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას იწყებს. სადარბაზოს შესასვლელში შეკრებილი ადამიანები ცდილობენ მას ხელი შეუშალონ. როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000-ის […]
ხუთამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში, ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და სამი – ქალაქ ხარკოვში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე. წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 30-მდე ადამიანი, კიევში […]
საქართველოში ბიზნესების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა – კონკურენციის სააგენტო

2023 წლის IV კვარტალში კვარტალში საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ავრცელებს. მათი ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 18 130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. „8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში […]
„საქსტატი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა

2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 39.8 პროცენტით არის გაზრდილი. „RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, […]
რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 28 ადამიანი, მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველები მოქალაქეებს ეძებენ

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ოკუპანტებმა ხარკოვის კიევის რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ”, – დაწერა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში. სინეგუბოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ რეგიონულ ცენტრზე მტრის თავდასხმის შედეგად […]
თბილისის მერია – დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა. „ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური […]