18 დაღუპული და 130 დაშავებული – ოკუპანტებმა ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს

ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავდა 130 მოქალაქე. განახლებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, რომ ოკუპანტების იერიშის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა, მათ შორისაა 8 წლის გოგონა. სამაშველო ოპერაციები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება. ხარკოვი ბოლო 24 საათში 3-ჯერ დაიბომბა. თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე […]
რაჭაში, მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო

რაჭაში, მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიზნად, ქალაქ ამბროლაურის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდა სახელდება. ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილების, საგამოფენო სივრცეების, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობა.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მირიან […]
ტრამპმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ნიუ-ჰემპშირის შტატში 23 იანვარს ჩატარებულ პირველად არჩევნებში(პრაიმერი). ეს ერთ-ერთი ეტაპია რესპუბლიკური პარტიის მიერ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად. დონალდ ტრამპის კონკურენტია ნიკი ჰეილი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში იყო გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი. რესპუბლიკელებს ნიუ-ჰემპშირში 22 დელეგატი ჰყავთ. ტელეკომპანია CBS-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპს სულ მცირე […]
„ბჟამინოლი“ – რა იდეით გაიხსნა სამეგრელოში პირველი ღამის კლუბი?

სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში პირველი ღამის კლუბი „ბჟამინოლი“ გაიხსნა. გასული წლის ივნისში გახსნილი კლუბის საქმიანობასა და იდეაზე „ქალების ნარატივში“ „ბჟამინოლის“ დამფუძნებელმა, ცაბუნია ვართაგავამ ისაუბრა. ზუგდიდში პირველი ღამის კლუბის გახსნის მთავარ ფაქტორად მისი დამფუძნებელი ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილის შექმნას ასახელებს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესტუმრებიან. „მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდი ძალიან განვითარებული ადგილია, ძირითადი აქცენტი გასტროსივრცეებზე კეთდება, ბევრი […]
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ჯერჯერობითო უცნობია დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლოს დისტანციურად თავად მესამე პრეზიდენტი, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. “ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდების მხარე, თუმცა, სავარაუდოდ, გავაგრძელებთ პროკურატურის მოწმეების დაკითხვას. თავად […]
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილსისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე არის ჩანიშნული. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს […]
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია უკრაინას Sea King Mk 41 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინას მრავალფუნქციურ Sea King M k41 ტიპის 6 ვერტმფრენს, ასევე მათი სათადარიგო ნაწილების ნაკრებს გადასცემს. “The Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგიია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში -მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:05 – საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ […]
“ქურდული სამყაროს“ წევრობა, გამოძალვა და გამოძალვაში დახმარება – ქუთაისის სასამართლომ 5 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს

ქუთაისის სასამართლომ, ორი დღის წინ დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა მათ “ქურდული სამყაროს“ წევრობას, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებას, ერთ-ერთ მათგანს კი “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას ედავება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებით […]