სტიქია აშშ-ში – სან-დიეგოში, ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიის შედეგად, დაზიანდა სახლები, ჩაიკეტა გზები, წყალმა მანქანები წაიღო. წყალდიდობის გამო, სან-დიეგოში დაიხურა რამდენიმე სკოლა. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას თურქი დეპუტატების 4-საათიანი ცხარე დებატები უძღოდა წინ. შვედეთი, განაცხადზე თანხმობას, თურქეთის პარლამენტისგან წელიწადზე მეტხანს ელოდა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი, საბოლოოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ბოლო დაბრკოლება უნგრეთი იქნება. თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა. იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ რატიფიცირების პროცედურას […]

აშშ-მ ერაყში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე საპასუხო იერიში მიიტანა

აშშ-მ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ს სამიზნე იყო დასავლეთ ერაყში, სირიის საზღვრის მახლობლად მყოფი სამი სამხედრი ობიექტი. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განაცხადებით, იერიშების მიტანის ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა. აშშ-ს იერიშები იყო პასუხი იმ თავდასხმაზე, რომელიც პროირანულმა ძალებმა დემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე […]

საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობა $578 მლნ-ით გაიზარდა – რა ვიყიდეთ და გავყიდეთ?

2023 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობამ 4,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 578 მლნ-ით მეტია წინა წლის მონაცემზე. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 704,364 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,6%-ია. რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებისგან 3,795 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, […]

კანადა უკრაინას ნავებს გადასცემს და უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნებს შეუერთდება

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს კომპანია Zodiac Hurricane Technologies-ის 10 გასაბერ ნავს. ეს ნავები უკრაინას დაეხმარება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში და თვალთვალისა და […]

ახალი დეტალები კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით – ადვოკატ გიორგი სუხიტაშვილის თქმით, საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს

კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინასთან დაკავშირებით, საიდანაც გუშინ გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელს ახალი მფლობელი უკვე 6 წელია ჰყავს და ის საჯარო აუქციონზე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფმა, დარეჯან დვალმა შეიძინა. უფლებადამცველის თქმით, დვალმა გადაიხადა წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხაც. “იმის გამო, რომ ბინის […]

ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. დაჯგუფება “კატაიბ ჰეზბოლამ“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო. ავიაიერიშებს გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინის განცხადებით, მომხდარი აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე სამი კონკრეტული ობიექტი იყო.

გერმანია, ინგლისი – „შალაურის ღვინის მარანი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე „შალაურის ღვინის მარანი“ მიმდინარე წელს ევროპის მიმართულებით საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. მცირე მეღვინეობა, კახეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს რქაწითელის, საფერავის, კახურ მწვანეს, ქისსა და ხიხვის სთავაზობს. „შალაურის ღვინის მარნის” პროდუქტი ამჟამად უკვე 6 ქვეყანაში – იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და პოლონეთშია წარმოდგენილი. დღეს კი მარნის თანადამფუძნებელი, […]

“ნაპოლი” დამარცხდა, თუმცა ჩემპიონს ჰგავდა; კვარაცხელიას არ გაუმართლა…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა, “ინტერთან” დრამატულად (0:1) დამარცხდა. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე მსჯელობა ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსა, პრობლემები მუდამ ანალოგიურად გამოიყურებოდა, ახლა კი განსხვავებული შეხვედრა ვნახეთ. პირველ რიგში, ვალტერ მაცარის ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ჩემპიონები თამაშობდნენ, რასაც მთელი სეზონია, ვერ ვგრძნობთ. გუნდი შემართული იყო და ობიექტურად მასზე სოლიდური შემადგენლობით დაკომპლექტებულ (თანაც, ოსიმენისა და ანგისას […]

აშშ-მ იემენში “ჰუსიტების” ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას დაარტყა

აშშ აცხადებს, რომ კიდევ ორი დარტყმა განახორციელეს იემენში ოთხშაბათს დილით. განადგურდა “ჰუსიტების” ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლებიც წითელი ზღვისკენ იყო მიმართული და ემზადებოდნენ გასაშვებად. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტები წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ს საზღვაო ძალების გემებისთვის. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა 11 იანვარს დაიწყო იემენში “ჰუსიტების” სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა, პენტაგონმა განაცხადა, […]