ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში, 98-ე დივიზია „ჰამასზე“ ზეწოლას აძლიერებს და ტერორისტულ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ხან იუნისში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს, რამდენიმე მათგანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას გეგმავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების […]
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეას“ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს ჰქონია – მივმართავთ მიხეილ სარჯველაძეს, განმარტოს, რას ნიშნავს მისი მუქარა, რომ „არ შეეგუებიან ტაივანიდან ორგანიზაციის დაფინანსებას“

მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში, „ქართულ ოცნებას“ სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა, თუმცა ვფიქრობთ, კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, მათი დამფუძნებლის, თინათინ ხიდაშელის მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, ორგანიზაციის ტაივანიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. […]
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – მელინე არაკელიანთან გამართა. შსს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს […]
“დაკავებული პირების უფლებების დასაცავად, ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა. “ხელბორკილის გამოყენების […]
გამოაქვეყნონ, საიდან ფინანსდება ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ უნდა ვენდოთ ან უსუფაშვილს ან ხიდაშელს – გურამ მაჭარაშვილი “სამოქალაქო იდეის” დაფინანსებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხიდაშელმა და უსუფაშვილმა რომც არ აღიარონ, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” საიდან ფინანსდება, დაფინანსების წყარო რომ ტაივანია, ისედაც ცხადია, რადგან ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს. მაჭარაშვილის თქმით, ხიდაშელმა უნდა გაასაჯაროოს, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან სიტყვაზე მას არავინ ენდობა. “თვითონ ის ფაქტი, რომ ხიდაშელიც და […]
არის გათვლა, ზურაბიშვილი “ლელოს” მიუერთონ და ამ ერთობას 5-%-იანი ბარიერი ასე გადაალახვინონ – ზურაბიშვილის, ხაზარაძის, გვარამიასა და მელიას “შუაშისტურ” ძალად წარმოჩენა, მინიმუმ, პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის – თამთა მეგრელიშვილი

კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. ამ ძალებს “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ პოლიტიკურ გასაღებს უკითხავად არგებს და საკუთარი პოლიტიკური საჭიროებებით ათამაშებს, ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რითაც ეხმიანება მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, […]
„აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე Bus Lane-ები გაკეთდეს” – კახა კალაძე

თბილისის მერია აღმაშენებლის ხეივანზე ავტობუსის ზოლების მოწყობას გეგმავს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა ჭირს, ამიტომაც საჭიროა, გარკვეული ღონისძიებები. „დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისე არის გადატვირთულ აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად […]
მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის წინააღმდეგ, „ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სარჩელი შეიტანა. როგორც კორძაძე განმარტავს, საჩივარი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეიტანეს და მოთხოვნა სასამართლოს მიერ კალაძისთვის გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფის დავალებაა. „ბატონმა კალაძემ მამუკა ხაზარაძეზე განაცხადა, რომ ის ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების […]
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის დროს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დახმარებისთვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადყოფნას გამოთქვამს, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დახმარებისთვის. როგორც მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ მიზნით მზად არიან სპეციალური ჯგუფიც შექმნან. “სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, […]
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს | გენერალი ჰოჯესი

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობამ შესაძლოა ანაკლიის პორტის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს. ამის შესახებ გადამდგარი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი საუბრობს. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის თავშეკავება, როდესაც საქმე რუსული ინფრასტრუქტურის გაფართოებას ეხება. ჰოჯესი თვლის, რომ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობა კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. “…მე უფრო მაწუხებს ის, თუ რას იწვევს ეს ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში. სამწუხაროდ, […]