სამი ამერიკელი ჯარისკაცი იორდანიაში დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა – 25 დაიჭრა

ამერიკული გამოცემა CNN-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ იორდანიაში აშშ-ს ბაზაზე დრონებით მიტანილ იერიშს სამი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25 მათგანი კი დაიჭრა. 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცი მტრის ცეცხლს ემსხვერპლა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, “28 იანვარს დრონებით ცალმხრივი თავდასხმის შედეგად, რომელის იორდანიაში, სირიის მახლობლად, […]

კობახიძე: თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად შეარყევ ქვეყნის სიძლიერესაც

თუ ზოგადად, ქვეყნის სიძლიერის შერყევა გინდა, მის ძირითად ინსტიტუტებს თავს უნდა დაესხა – ეს არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები. მთელი ამ დროის განმავლობაში, ეს ადამიანები, მათ შორის, საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით კი ძალოვან სტრუქტურებს. პირველ რიგში, პოლიციას და სხვა ძალოვან უწყებებს. ეს ერთი. და მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის […]

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა დონალდ ტრამპს ლუზერი დაუძახა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოფილ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ლუზერად” მოიხსენია და წინა წლებში ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა. ბაიდენის თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი მთავარსარდალი იყო, მან ბრძოლის ველზე დაცემული ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაოს მონახულებაზე თქვა უარი და იქ დაკრძალულ გმირებს “ლუზერები” უწოდა. “როგორ გაბედა მან ამის თქმა? როგორ ბედავს […]

ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში „უოტფორდმა“ სახლში ჩემპიონშიფის მესამეადგილოსან „საუთჰემპტონთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა – 1:1. მატჩს 16 688 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 4 029 სტუმართა გულშემატკივარი იყო. მასპინძლები დებიუტში საჯარიმოდან გატანილი გოლით მათეუს მარტინსმა დააწინაურა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 89-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. რეგლამენტის მიხედვით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და გადათამაშება 10 დღის შემდეგ საუთჰემპტონში […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მაცარიმ “ლაციოსთან” მატჩის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, რომში „ლაციოს“ შეხვდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გოლინი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, დემე, ლობოტკა, მაცოკი, პოლიტანო, ზილენსკი, რასპადორი. მატჩი „ოლიმპიკოზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ისრაელის ბრალდებით, გაეროს სააგენტოს თანამშრომლები 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლები 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართულობაში დაადანაშაულა, ქვეყნებმა აღნიშნული სააგენტოსთვის დამატებითი დაფინანსების შეწყვეტა გამოაცხადეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა UNRWA-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ღაზაში გაეროს სააგენტოს 12 თანამშრომელს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობაში ამხელს. ამერიკულ გამოცემა CNN-თან ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ისრაელის […]

ქუთაისის მერიის დელეგაცია, მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება

ქუთაისის მერიის ოფიციალური დელეგაცია, ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით ესტონეთის ქალაქ ტარტუში იმყოფება, ტარტუს ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე საქმიანი შეხვედრა, მათ შორის, ტარტუს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ტარტუში იუნესკოს კოორდინატორთან. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობებს. ტარტუ, ქუთაისის მსგავსად, იუნესკოს ლიტერატურული […]

რომის პაპი ომების დასრულებისა და სამოქალაქო მოსახლეობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ 28 იანვარს თავის ქადაგებაში კონფლიქტების ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადამიანები დაიღალნენ ომებით, რასაც მან “ხალხების კატასტროფა და კაცობრიობის მარცხი” უწოდა. ყოველკვირეული ლოცვების შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანზე, პონტიფიკმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს მიანმარს (ბირმას), პატივისცემას იმსახურებს ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა, რომელიც განსაცდელში იმყოფება ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის […]

არველაძის “ფატიჰმა” ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ საკუთარ მოედანზე მეხუთეადგილოსანი „რიზესპორი“ 4:0 დაამარცხა. „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 24 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 2 თებერვალს სტუმრად „ჰათაისპორს“ დაუპირისპირდება. ფატიჰ კარაგუმრუკი – რიზესპორი 4:0 გოლები: 1:0 ესერიკი (38), 2:0 დურსუნი (66, პენ), 3:0 მერჯანი (75), 4:0 კელეში (85)