მცხეთის ბირთვული რეაქტორი – გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი, სადაც კვლევითი ცენტრი 6 ჰექტარზე იყო განთავსებული

მცხეთის ბირთვული რეაქტორი, იგივე მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს მიეცა შანსი ბირთვული ფიზიკის სფეროში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. გასული საუკუნის 60-ანებიდან, დაახლოებით სამი ათეული წლის განმავლობაში, ეს იყო საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი. კვლევების ცენტრის რამდენიმე კორპუსი დაახლოებით 6 ჰექტარზე იყო განლაგებული. ყველა ნაგებობას თავისი დანიშნულება ჰქონდა. 1960 წლიდან დაწყებული […]

მასწავლებელი ბერები ზარზმიდან – სასულიერო პირები მოსწავლეებს მათემატიკას, ინგლისურ ენას, ხელოვნებას და რელიგიების ისტორიას ასწავლიან

მოსწავლეებს ინგლისურ ანბანს ზარზმის მამათა მონასტრის ბერი ასწავლის. სასულიერო ცხოვრებასთან ერთად, საერო, კიდევ რამდენიმე ბერმა შეითავსა და როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი მოსწავლეების აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო. მათემატიკა, ინგლისური, ხელოვნება და რელიგიების ისტორია – სასულიერო პირების საერო მისია, მოსწავლეებისთვის ამ საგნების შესწავლაა. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მღვდელმონაზონი ბასილი მოსწავლეებს მუსიკას ასწავლის. ზარზმელი მოსწავლეები განსაკუთრებით ნიჭიერები მათემატიკაში […]

272 დღე საარჩევნო მარათონის ფინალამდე – ვინ როგორ ივლის 26 ოქტომბრის სრულად პროპორციული სისტემით გასამართ არჩევნებამდე

2024 წლის 26 ოქტომბერი – თარიღი, როცა საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს პოლიტიკური მომავალი უნდა გადაწყვიტოს. ხალხის ნდობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ პარტიებს 9 თვიანი გზა აქვთ გასავლელი. ვინ როგორ ივლის ამ გზაზე – ზოგმა იცის, ზოგი მსჯელობს, ზოგი კი ჯერ არც გამოჩენილა. სანამ სხვები ბჭობენ, “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო […]

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მასშტაბურად სხვადასხვა სფეროში პროფესიონალებს – 21-ე საუკუნის მთავარი მიღწევა თუ საფრთხე ადამიანებისთვის

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ზღვარი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩანს კონკრეტული პროფესიების ჩანაცვლების პერსპექტივა. მაგალითად: რობოტი, რომელმაც მიმტანი ჩაანაცვლა, ან მოწყობილობა, რომელმაც დამლაგებლის ფუნქცია შეითავსა, ან რობოტი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გვერდზე გაწია ექიმი. მან საჭეს მოაშორა მძღოლი. დააჭკვიანა სახლი, სადაც პატრონს ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის დისტანციურად მართვა შეუძლია. ამ ყველაფერს თუ პოზიტიურ პრიზმაში გავატარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, […]

აშშ-ში 2020-ის მსგავსად 2024-შიც არჩევანის გაკეთება ტრამპსა და ბაიდენს შორის მოუწევთ – ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული

2024-ში არჩევნები საქართელოს გარდა მსოფლიოს 63 ქვეყანაში ტარდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპი თუ ბაიდენი? 5 ნოემბერს ამერიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. დიდი ალბათობით 2020-ის მსგავსად 2024-შიც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ტრამპსა და ბაიდენს შორის მოუწევს. სანამ 45-ე პრეზიდენტი 46-ესთან უშუალო დაპირპასირებაში ჩაერთვება, მან შიდაპარტიულ პრაიმერიში კონკურენტები უნდა დაამარცხოს. ტრამპი ჩვეულ ფორმაშია, […]

მამინაცვალი არასრულწლოვანს 3 წელი აუპატიურებდა – “კურიერი P.S.”-მა მძიმე დანაშაულის შესახებ დეტალები მოიპოვა

ბოლო ერთ კვირაში გამოვლენილი ტრეფიკინგის 2 მსხვერპლიდან, ერთ-ერთი შშმ პირია. 11 წლის გოგოს, 40 წლამდე მამინაცვალი 3 წელი აუპატიურებდა და თან ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა. გამოძიების ინფორმაციით, ძალადობის ორივე ფორმის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს და ბრალი ამ ეტაპზე მხოლოდ იმისთვის წარუდგინეს, რომ ქმარს შვილის გაუპატიურებაში ეხმარებოდა. ინტერვიუ მსხვერპლი ბავშვის დედასთან […]

ალექსანდრა კუვაევა კადეტ ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის ევროპის თასის Riposta Cup-ის ჩემპიონი გახდა

ალექსანდრა კუვაევამ რუმინეთის დედაქალაქში გამართულ კადეტ ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის ევროპის თასი Riposta Cup-ი მოიპოვა.

როგორ და რა გზებით შედის ამერიკაში წარმოებული მიკროჩიპები სანქცირებულ რუსეთში, რომლებიც რაკეტების დასამზადებლად გამოიყენება

აშშ-ის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო გეოპოლიტიკას. “როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, მე რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელ ომს მოვაგვარებ” – ამბობს ტრამპი, რომელიც ბაიდენის მთავარ კონკურენტად მოიაზრება. რა გავლენა ექნება ამერიკის არჩევნების შედეგებს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომზე, ეს შემოდგომაზე გაირკვევა. დღეს ამერიკა უკრაინას ღიად ეხმარება, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო მედია არკვევს, რატომ […]

“ფროზინონე” “ვერონას” ფრედ ეთამაშა – კვერნაძე სათადარიგო იყო

სერია A-ს 21-ე ტურში „ვერონასა“ და „ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა. სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო. „ფროზინონე“ 23 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 3 თებერვალს „მილანს“ უმასპინძლებს. ვერონა – ფროზინონე 1:1 გოლები: 1:0 სუსლოვი (45+3, პენ), 1:1 კაიო ჟორჟე (58) გამოუყენებელი პენალტი: დუდა (37, ვერონა)

“ბორჯღალოსნები” | კოკერილის 11 დებიუტანტი

“ბორჯღალოსნების” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულთა შორის 11 დებიუტანტია. ესენი არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომრები გიორგი მარგალიტაძე და დავით ხუროშვილი, ფრთა შაკო აფციაური და ფულბეკი ლუკა […]