„უძრავ ქონებაზე ფასების 10%-მდე ზრდას ველოდებით“ – Galt & Taggart

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს არსებული მოთხოვნის შენარჩუნების პირობებში უძრავ ქონებაზე ფასი 10%-ით გაიზრდება. როგორც საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ფასების მასშტაბური ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე არც კლების წინაპირობები არსებობს. სამყურაშვილი ამბობს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდი, ბაზარი კი […]

“ივანიშვილმა ბრჭყალები გამოაჩინა” – ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

“რეალურად, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და უფრო სხვა ვარცხნილობით”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ამ ცვლილებებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა […]

ქინქლაძიდან ზივზივაძემდე – მე-2 ბუნდესლიგაში ბევრი ქართველი ვნახეთ – ბუდუმ მეექვსე გაიტანა…

საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “კარლსრუეს” მშვენივრად მოერგო, უკვე 6 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი პროგრესირებს. შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში დიდი წვლილი “კარლსრუეს” ექსკაპიტანსა და ამჟამად სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს მიუძღვის. ამავე ქალაქის კლუბი 1894 წლის 6 ივნისს შეიქმნა და მალე 130 წლის გახდება. მათ არენაზე 30 ათასამდე გულშემატკივარი ეტევა. […]

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს. მომხდართან დაკავშირებით ევროპელმა დიპლომატმა განცხადება გაავრცელა. “ჩემი მანდატის იმპლემენტაციის ფარგლებში, მე ვაპირებდი 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ეს არ იყო შესაძლებელი. ბოლო ექვსი თვის მანძილზე მეორეჯერ ვიღებთ ასეთ პასუხს. როგორც იცით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სპეციალურ […]

პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა. პოლიციამ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა. “ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი, ანა პლაჩეკ-გჟელაკი. პოლონური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი შაბათს, 27 იანვარს, დაახლოებით დილის 5 […]

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, აძლევს თუ არა რაიმე იმის იმედს, რომ ომი წელს დასრულდება. ზელენსკიმ კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა განაცხადა, რომ ნებისმიერი ომი მთავრდება და უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, ხალხის, უკრაინის, პარტნიორების და მშვიდობის. […]

“იმედის” ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა. “ქართული ოცნების” განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საპატიო თავმჯდომარეს. ეს თანამდებობა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. “ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს”, […]

საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი თიბისისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს

1 წელია რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად თიბისიმ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან. Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში თიბისის […]

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების არიან მობილიზებული. ასევე, დღეს ქობულეთში შუახნის ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის ცესკო-მ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის მარტის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთხმად დაამტკიცა პუტინის კიდევ 198 ნდობით აღჭურვილი პირი. საერთო ჯამში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვლადიმერ პუტინის 544 ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავს რეგისტრირებული. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს […]