აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ქართველები და აფხაზები ვართ ერთი ტრადიციის, წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის დაცემიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს სახალხო დიპლომატია უნდა მოჰყვეს, რადგან ქართველები და აფხაზები ერთი ტრადიციებისა და წესების მატარებელი ხალხია. „ჩვენ ვართ, ერთი ტრადიციის, წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა […]

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის უწყების ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით […]

ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie მომავალი წლიდან მაღაზიის გახსნას გეგმავს

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Hippie მომავალი წლიდან მაღაზიის გახსნას გეგმავს, თუმცა დეტალებს ჯერ ვერ ასახელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა განაცხადა.

66 წლიანი ისტორიის დასასრული?! – რა გეგმები აქვს ბიზნესმენ მინდია საბანაძეს „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია, თბილისის ცენტრში დეველოპერების მიერ ჯერ კიდევ ყველაზე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი საგამოფენო პავილიონი, საერთო ფართობით 7410 კვ.მ, ხოლო 29 199 კვ.მ ღია გამწვანებული ტერიტორია. Expo Georgia არამარტო საქართველოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის წამყვანი საგამოფენო ცენტრია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს მრავალფეროვან ინდუსტრიულ გამოფენებს. „კომერსანტის“ […]

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყება

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო – ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე […]

ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, დღეს 27 სექტემბერს აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. ტრამპმა 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდება თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში. „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტ იულია იარმოლენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი ერთი დღით გააგრძელა, […]

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში […]

საქართველო – ალბანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი […]

„თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს 3-4 წელიწადში მინიმუმ ბაზრის ნახევარს უცხოელი [გიდები] დაიკავებენ“ – გიდი

ბოლო პერიოდში, საქართველოში ტურიზმის სექტორში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები მომრავლდნენ. როგორც BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ქართველმა გიდმა, ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა, ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, ბაზრის წილის მინიმუმ ნახევარს უცხოელი გიდები დაიკავებენ. მისივე ცნობით, სექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ და კანონის დონეზე ბერკეტების შემოღებას ითხოვენ ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია. „თუ ადრე რუსი გიდების […]

წონაში კლების პრეპარატები უნდა გაიაფდეს – აშშ-ის სენატის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტმა, ცოტა ხნის წინ, დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის გენერალური დირექტორი ლარს იორგენსენი საჯარო მოსმენაზე დაიბარა. განხილვა არაერთ საკითხს შეეხო, თუმცა მათ შორის ყველაზე საინტერესო წონაში კლების პრეპარატებს უკავშირდებოდა. როგორც სენატორები აღნიშნავენ, კომპანიის მიერ Ozempic-სა და Wegovy-ზე დაწესებული ფასები ზედმეტად მაღალია, რასაც არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა კომერციული ინტერესისა. […]