საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა – 27 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა 40-ზე მეტი […]

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს

ხარკოვის ოლქში ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შექმნან პლაცდარმი შემდგომი შეტევისთვის და მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შემადგენლობაში მყოფი „სტუგნას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, დიმიტრიმ, ფსევდონიმით „ლინუქსმა“ LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ასევე აუმჯობესებს ლოგისტიკას და აადვილებს დავალებების შესრულებას. მეთაურის […]

„ქართული ოცნების“ წევრებმა სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს

„ქართული ოცნების” წევრებმა სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს. ადგილზე მმართველი გუნდის ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მდუმარე აქციის მონაწილეებმა სანთლებით „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს” დაწერეს, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ […]

ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…

1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან ” – ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ? _ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, […]

თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, დობორჯგინიძის, ჭიჭინაძის, აფშინაშვილის, ფაღავას, ჟვანიას, გუმათის, გუგუშვილის, რაზიკაშვილის, ჭილაშვილის, ენუქიძის, საჯაიას, გაბაშვილის, ზაალიშვილის, ქიზიყის, ბერაიას, ორბელების, გუმათჰესის, ოზაანის, […]

გვახსოვდეს! – ქართული კვირა

1993 წელი, გალი, საქართველო… გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებმა იმ პერიოდის შეგრძნებები გამიზიარა: სოფელში ხმები დადიოდა, სეპარატისტები აფხაზეთის ქალაქების აღების შემდეგ, ქართულ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან და დახოცილთა გვამები ქუჩებში ყრიაო. ყველა ვღელავდით, ვნერვიულობდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა. ერთ დილასაც თითქოს უწყინარი დღე გათენდა. მე და მამა არაყს ვხდიდით. ჩემი ახლად მოყვანილი მეუღლე და რძალი აივნიდან გადმოგვცქეროდნენ, […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს 09:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ცამეტი ასურელი მამის, მურადინ ფრიდონის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიდგორში, ვეძისში, ძველ ვეძისში […]

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის […]

სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე. სოხუმი 31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე […]

აშშ უკრაინისთვის შეიძენს საზენიტო რაკეტებს და დრონებს

აშშ უკრაინის დასახმარებლად გაზრდილი თანხით კიევისთვის შეიძენს უპილოტო საფრენ აპარატებს, საზენიტო რაკეტებს და სხვა საშუალებებს. პენტაგონის განმარტებით, ამ მიზნით დაიხარჯება ის 2,4 მილიარდი დოლარი, რომლის განკარგვის გადაწყვეტილება 26 სექტემბერს მიიღო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ეს თანხა გამოიყო უკრაინის დახმარების პროგრამის, Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში. პენტაგონის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, დრონების და ჰაერი-ხმელეთის კლასის საბრძოლო მასალების […]