„მალე მტკვარზე პირველი გემი გამოჩნდება“ – „ტივის“ გეგმები

„ტივი“ – ეს არის ობიექტი, რომელიც ერთი მხრივ მდინარე მტკვარზე განთავსებული, 60 ადამიანზე გათვლილი რესტორანია და მომხმარებელს კერძებისა და სასმლის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, მეორე მხრივ კი მტკვარზე ტივით – კატერით გასეირნების სერვისს აერთიანებს. როგორც “ტივის” დამფუძნებელი ამბობს, მთავარი იდეა ადგილობრივებში მდინარე მტკვრით დაინტერესებას და ამ სერვისის პოპულარიზაციას ეფუძნება. პირველადი მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია, რადგან დღეს “ტივს” […]

როცა ხვიჩამ დუბლი შეასრულა… “ნაპოლი” ნესტას გუნდის წინააღმდეგ და რომელ ტაქტიკაზე ჩამოყალიბდება კონტე…

“ნაპოლი” იტალიის თასის მერვედფინალში ძალების დაზოგვით გავიდა, სერია “ა”-ს მე-6 ტურში კი “მონცას” უმასპინძლებს – კვირას, 29 სექტემბერს, 22:45 საათზე (საქართველოს დრო). ნეაპოლურ კლუბს “მონცასთან” ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი “ნაპოლის” – 2 მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე […]

ია ფარულავას ევოლუცია – როგორ იცვლებოდა მსახიობი წლების განმავლობაში – Marao

ია ფარულავა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში დაიბადა. სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო და რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ ობოლი გოგონას, თიკოს როლი ითამაშა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფესვები“ და “სპირალი”. 1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. […]

ნებისმიერი წინადადება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის შესახებ არსებითად კაპიტულაციაა და არა მშვიდობა – კამალა ჰარისი

ნებისმიერი წინადადება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის შესახებ არსებითად კაპიტულაციაა და არა მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ექვს წინა შეხვედრაზე და პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სასტიკი აგრესიისა და ომის განმავლობაში, ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. უკრაინელი ხალხი მამაცად […]

კობახიძე მოწვევის გაუქმებაზე: ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე “ბავშვურ საქციელს” უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ტრადიციულ მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით. კობახიძე ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებს და აღნიშნავს, რომ ბაიდენთან ვახშამზე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ მიწვეულები. “რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე – ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, […]

პრემიერი – ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად, ამისთვის პირადად შევიძინე მათთვის და ჩემთვისაც ეკონომკლასის ბილეთები – სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ

იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები [შვილებისთვის], ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი „შვილების სეირნობაზე“ და რა პასუხი ექნებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, შვილებისთვის […]

პრემიერი – მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის – ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა […]

ირაკლი ქარსელაძე – სამცხე-ჯავახეთში ეტაპობრივად დასრულებული პროექტების შედეგად 55 500-მდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

აქტიური ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 300 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება 24 დასახლებაში: ახალციხეში, ნინოწმინდაში, ბორჯომში, ბაკურიანში, ადიგენში, ვალეში და მათ შორის, მუნიციპალიტეტების სოფლებში, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების […]

ირაკლი კობახიძე – რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს

რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. კობახიძის თქმით, მან გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა. „საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის […]

ირაკლი კობახიძე – 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილ გმირებმა თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. „27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს […]