გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი მეგი სმიტი
89 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი მეგი სმიტი. მეგი სმიტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია პროფესორ მინერვა მაკკონაგელის როლით ჰარი პოტერის ფილმებში. მას ასევე ოსკარი აქვს მიღებული ჯინ ბროუდის როლის შესრულებისთვის.
ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში, ხელს ვუწყობთ ღია ბაზარს და გვაქვს ბიზნესზე ორიენტირებული გარემო

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში, ხელს ვუწყობთ ღია ბაზარს და გვაქვს ბიზნესზე ორიენტირებული გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გზამკვლევ „ტურიზმი ქმნის ბიზნესს: საქართველოში ინვესტირება“ ოფიციალური გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას – მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო […]
ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ხვდებიან

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის აგრესიასთან გამკლავების თაობაზე უთანხმოება და დაძაბულობაა, თუმცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა პარასკევს ნიუ-იორკში, “ტრამპ თაუერში” ადგილობრივი დროით დილის 9:45-ზე უნდა დაიწყოს. წინა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი მის ოპონენტს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა. ჰარისმა მას ურყევი მხარდაჭერა აღუთქვა: “მე ველოდები მასთან შეხვედრას”, – თქვა ტრამპმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. “მჯერა, […]
რუსეთის დრონებით შეტევამ იზმაილში 3 უკრაინელი მოკლა

27 სექტემბერს, რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ იზმაილზე. ოდესის ოლქის პროკურატურის ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. მომხდარს “მასშტაბური ტერორი” უწოდა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა. მან “ტელეგრამზე” დაწერა, რომ დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები. შუაღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში უკრაინის ცენტრალურ ნაწილზეც მიიტანა. ქალაქ დნიპროშიც ხანძარი […]
ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ნატო სახმელეთო სარდლობას განთავსებს

მომავალ წელს, ნატო ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის. სწორედ ამ სარდლობას დაევალება, ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა. განცხადება ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს, 27 სექტემბერს, გააკეთა. ფინეთი ნატოს გასულ წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მეზობელი რუსეთი, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა, ფინეთი თავის […]
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და […]
ლევან დავითაშვილი – იმედი მაქვს, სანქციები არ გვექნება – საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს

დიდი იმედი მაქვს, არანაირი სანქციები არ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ, გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო, გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ინვესტორების განწყობა […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 2.7297 გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7297 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7297 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0480 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0428 ლარს შეადგენდა. […]
„მრავალეროვანი საქართველო“ აქვეყნებს მეორე შუალედურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ

ააიპ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო” აქვეყნებს მეორე შუალედურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ. “საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ასევე თბილისში. შუალედური ანგარიში ფარავს 2024 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. […]
ლევან მგალობლიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლიტურღია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა. დღესვე, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული […]