ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი დამალეს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ გამოჩენილიყო „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდირებული მაისური

მიხეილ სააკაშვილი დამალეს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ გამოჩენილიყო „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდირებული მაისური. ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, რადგან იციან, რომ საქართველოში რუსული გავლენის დამარცხების ფორმულა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 26 ოქტომბერს ითამაშებს გადამწყვეტ როლს ივანიშვილის მოშორებაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო […]

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის დრონმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს გაუმართლებელი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს სერიოზულად ეწინააღმდეგება. „დრონების ჯგუფების აღმოჩენის შედეგად, რომლებიც, რუმინეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, უკრაინის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, ეროვნულმა სამხედრო სარდლობის ცენტრმა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექციას აცნობა ტულჩეას ოლქის მოსახლეობის გასაფრთხილებლად ზომების მიღების შესახებ. […]

ლევან დავითაშვილი – ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა – ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში

ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა – ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან სტუმრობენ, […]

შალვა პაპუაშვილი – კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ წარმოაჩენენ და იჩემებენ, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების “მიუკერძოებელ” დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, ჩვენი დემოკრატიისათვის პრობლემად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“ – ში წერს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თავისთავად, არადემოკრატიულია. მისივე თქმით, არასამთავრობოების […]

ალექსანდრ ლუკაშენკო – საზღვრის დარღვევა იქნება წითელი ხაზი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება, ბელარუსის საზღვრის დარღვევაა. „ფორუმზე ვთქვი, რომ ბელარუსზე თავდასხმა არის მესამე მსოფლიო ომი, მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ პუტინმა დაადასტურა ეს, შეიტანა რა ცვლილებები ბირთვულ დოქტრინაში, რომ რუსეთსა და ბელარუსზე შეტევა და ჩვენ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. მან დაადასტურა ჩემი სიტყვა. ეს იყო […]

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ: • 10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ); • […]

რატომ არ ახსენებს ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას? – დეტალები

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და აწ უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავაზე ოლიოგარქის სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილება ივლისში გამოცხადდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი უთქვამთ ივანიშვილის ქართველ წარმომადგენლებს. „ნეტგაზეთმა“ გადაწყვეტილებას დღეს, ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებ.გვერდზე მიაკვლია. საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი ფულის ბანკირ პიერ ლესკადრონის მიერ მითვისებას. ამის შესახებ ინფორმაცია არც “ქართლ ოცნებასთან” აფილირებულ მედიას […]

„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქალაქ თეთრიწყაროში, აღმაშენებლის, თამარ მეფისა და მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევების მნიშვნელობაზე. პარტიის ცნობითვე, ასევე ქალაქში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. იმსჯელეს სამომავლო […]

შალვა პაპუაშვილი – უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას

უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” – ში წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ,,მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების “მიუკერძოებელ” დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, ჩვენი დემოკრატიისათვის პრობლემად იქცა.” მისი […]

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე – ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება

ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე – ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთი მხრივ პორტის ინფრასტრუქტურა იქმნება, მეორე მხრივ კი, ჩინურ […]