“სოლიდარობა ილიაუნის – ხელისუფლებას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტებში” – არჩილ გამზარდია

თითქმის 9 წელი ვიმუშავე ილიაუნიში და დღემდე სულიერი ძაფები მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, რომელმაც განმავითარა, თვითრეალიზაციის სივრცე მომცა და მრავალი ტკბილი მოგონება დამიტოვა. ამ უნივერსიტეტის თვითმყოფადობა ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული და არ შეიძლება მუდმივად ძალაუფლების მხრიდან ბრძოლა, სადაც პოლიტიკური ინტერესების გამო განათლების სივრცესაც წირავენ, სტუდენტებსაც, ლექტორებსაც და არაერთ სამეცნიერო წარმატებასაც. ხელისუფლებების ბრძოლა უნივერსიტეტებთან უნდა დასრულდეს. ჩემი […]

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პლატფორმა “X”-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გაემგზავრება და კოლეგებს შორის აუდიენცია 30 სექტემბერს გაიმართება.

“თინა ხიდაშელი „ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ მისი მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?” – გივი მიქანაძე

“თინა ხიდაშელი „ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა, ამიტომ მისი მხრიდან დამოუკიდებელი ხასიათის მონიტორინგის ჩატარება თქვენთვის მისაღებია?” – გივი მიქანაძე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგებელი, გივი მიქანაძის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში. კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ […]

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას მედიასთან მისი ოჯახი ადასტურებს. მეგი სმითის შვილები წერენ, რომ მსახიობი 27 სექტემბერის დილას, კლინიკაში, ოჯახისა და მეგობრების წრეში გარდაიცვალა. ბრიტანელი მსახიობი ხალხისთვის ყველაზე ცნობილი “ჰარი პოტერის” ფილმებიდან და სერიალ Dontown Abbey-დან იყო.

რა ეღირება ლარი 30 სექტემბრამდე?

რა ეღირება ლარი 30 სექტემბრამდე? ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7297 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0480 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0428 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ […]

“კობახიძეს მძიმე დღეები უდგას” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: კობახიძეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. როცა ივანიშვილი „ფეილზე“ ტუქსავს, ნერვიულობს და „ბიჭო“, „კაცო“-თი იწყებს საუბარს კომპლექსის გადასაფარად. მძიმე დღეები უდგას

საბანკო დეპოზიტებმა 56 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში ქართულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა 56.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 52.18% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორი პროცენტული პუნქტით მეტია. „აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა […]

გასული კვირის განმავლობაში ამერიკაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 4,47 მილიონი ბარელით და შეადგინა 413,245 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,54 მლნ ბარელით და შეადგინა 227,492 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,23 მილიონი ბარელით და შეადგინა ‭123,011 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. oilnews.ge

ჩვენ ვართ ეკონომიკა, რომელიც დიდად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე – ლევან დავითაშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა გზამკვლევ „ტურიზმი ქმნის ბიზნესს: საქართველოში ინვესტირება“ ოფიციალური გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას – მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკაა. […]

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ბიბისის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ უკრაინის ლიდერი ნიუ იორკში “ტრამპ თაუერს” პარასკევს ეწვევა. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი კრიტიკა – მან ზელენსკი “მოსკოვთან გარიგებაზე” უარის გამო გააკრიტიკა და აშშ-ს პოლიტიკა დაგმო უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, […]