საქართველო-ალბანეთის მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩი 14 ოქტრომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარს შეადგენდა და ერთ ადამიანს მხოლოდ 2 ბილეთის შეძენა შეეძლო.
ფიქრია ჩიხრაძე – ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ფაქტია, რომ ინგრევა, ამ ნგრევის ძალიან ცხადი დადასტურებაა დღეს განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონტროლის განხორციელებას ცდილობდა როგორც სკოლებზე, ისე უმაღლესი განათლების დაწესებულებებზე, თუმცა […]
ცხრამდე გაიზარდა უკრაინის საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

რუსეთმა 28 სექტემბერს ორი თავდასხმა მოაწყო უკრაინის სასაზღვრო რეგიონის, სუმის საავადმყოფოზე, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ 12 პირი. თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ – მისი თქმით, რუსეთი “საავადმყოფოებს ეომება”. ზელენსკი პლატფორმაზე X წერს, რომ უკრაინელი მაშველები “ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ხალხისთვის საჭირო დახმარების გასაწევად”. შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო თავიდან აცხადებდა ექვს დაღუპულზე, […]
გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გადადგა

გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გადადგა მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 49-ე ნომერია მას გადადგომა მოუწია.
„წითელი ჯვარი“ აგრძელებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნას

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მეოცე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. საკოორდინაციო მექანიზმი, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 1990-იანი და 2008 წლის კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, დაღუპულთა სამარხების, მათი იდენტიფიკაციის და გადასვენების საკითხებზე მუშაობს. საკოორდინაციო მექანიზმი, […]
თბილისში ახალგაზარდა კაცი მოკლეს, დაკავებულა ერთი პირი – შსს

27 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველები მედიასთან ჰყვებიან, რომ კონფლიქტში რამდენიმე ახალგაზრდა იყო ჩართული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „11 ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოდან 113 პაციენტია ევაკუირებული. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება იმას უნდა მიაქციოს თუ რას იღებს მიზანში რუსეთი. ისინი საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანების სიცოცხლეს ებრძვიან. მხოლოდ […]
პაატა შეშელიძე – ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია, მაგრამ ეს პროცესი ქვეყანაში უარყოფით მოლოდინებს უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ქართულ ბანკებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ

ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემისა და 2 მილიარდიანი ზარალის მიზეზებზე, ასევე იმაზე, რა გავლენას იქონიებს მომხდარი ლარის კურსზე, „ინტერპრესნიუსი“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს ესაუბრა. – ბატონო პაატა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემის შესახებ. იმავე ინფორმაციით ზარალმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და ეს […]
აიათოლა ალი ხამენეი – რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ

რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ამ რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ, წინა ხაზზე „ჰეზბოლასთან“ ერთად“, – განაცხადა ხამენეიმ. აიათოლა ალი ხამენეიმ მუსლიმებს ისრაელის წინააღმდეგ ლიბანელი ხალხისა და „ჰეზბოლას“ გვერდით დადგომისკენ მოუწოდა. ამასთან, სააგენტო Reuters-მა რეგიონულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, […]
ცოფზე 200 000 ცხოველი უკვე აიცრა, წლის ბოლომდე კიდევ 300 000 აცრის ჩატარებაა დაგეგმილი – სეს-ი

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან. “მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 000 […]