ანა ნაცვლიშვილი – ივანიშვილის სისტემა – ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება

ივანიშვილის სისტემა იშლება – ადამიანების ჩაგვრაზე, კონტროლზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე და მანიპულაციაზე აგებული ხუხულა იშლება. ნათელია, რომ „ოცნებას“ და მის რუსულ პოლიტიკას ხმას მასიურად აღარ აძლევენ პედაგოგები და ამ მარცხზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს არავის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. ანა […]
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღება ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუმცა მას ხელი მაინც მოაწერა

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება “არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა”. თუმცა, “პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს”. “ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, […]
რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალ ფრონტებს ხსნის, არის და ყოველთვის იყო რუსეთი – სალომე ზურაბიშვილი

„ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს, პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“: „ბრალს სდებდა […]
სეს-მა ცოფზე 200 000 ცხოველი უკვე აცრა, წლის ბოლომდე კიდევ 300 000 აცრის ჩატარებაა დაგეგმილი – სააგენტო

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან. “მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ უკვე ვაქცინირებულია 200 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 300 000 […]
მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე ნაცმოძრაობის წევრები… – ნიკა გვარამია

თუ ვინმეს სააკაშვილის პარტიის ხალხი აინტერესებს, შეუძლია გადახედოს 5 ნომერს და მის პარტიულ სიას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, კოალიციის, “ცვლილებებისთვის”, ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობას გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია. როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს ამის საზოგადოევისთვის შეხსენება. თუმცა, ზოგიერთი ამ ბანერს იყენებს საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ 4 ნომერი (ანუ […]
წელს სებ-მა Bmatch პლატფორმის გამოყენებით 329 მილიონი დოლარი შეისყიდა და 51.1 მილიონი დოლარი გაყიდა

2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 41 მილიონი დოლარი შეისყიდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში 2024 წელს სებ-მა Bmatch პლატფორმის გამოყენებით 329 მილიონი დოლარი შეისყიდა და 51.1 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, წელს სებ-მა სავალუტო აუქციონების მეშვეობით 168.8 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად, სებ-ის მიერ განხორციელებული ჯამური გაყიდვები 219.9 […]
მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. „კანონით დადგენილ ვადებში მარიამ ქვრივიშვილმა თანამდებობა დატოვა“, – უპასუხეს უწყებაში რედაქციას კითხვის საპასუხოდ – დატოვა თუ არა მინისტრის მოადგილემ პოსტი, ვინაიდან მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მეთორმეტე ადგილს იკავებს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის […]
ჟოზეფ ბორელი: ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება არავის შეუძლია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ის გამოეხმაურა ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ იერიშებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მიაღწიოს, მაგრამ ამაოდ. „ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც […]
ჰეზბოლა ადასტურებს ნასრალას სიკვდილს ისრაელის თავდასხმის შედეგად

ლიბანური ჯგუფი ჰეზბოლა – რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს – აცხადებს, რომ მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია, რითიც ადასტურებს მანამდე ისრაელის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ნასრალა ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. “საედ ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას გენერალური მდივანი შეუერთდა მის დიად, წამებულ თანამებრძოლებს, რომლებსაც ის დაახლოებით 30 წელი ხელმძღვანელობდა”, – აცხადებს ჰეზბოლა 28 სექტემბერს. ჰეზბოლა პირობას დებს, […]
„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს

„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას სიკვდილს ადასტურებს. დაჯგუფება აცხადებს, რომ ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. „ჰეზბოლა“ პირობას დებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლასა და ლიბანის დაცვას გააგრძელებს. ცნობისთვის, მანამდე, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.