დეკანოიძე ლავროვზე: ივანიშვილმა გადაწყვიტა, ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს და მას ცინიკურს უწოდებს. “ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს – რუსეთი “მათ ურთიერთობების მოგვარებაში” დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო. […]

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ათობით ობიექტს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში “ჰეზბოლას” კიდევ ათობით ობიექტს შეუტიეს, – ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს. „ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის თვითმფრინავმა „ჰეზბოლას“ ათობით ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს. გასული დღის განმავლობაში, დარტყმები განხორციელდა „ჰეზბოლას“ ასობით ტერორისტულ სამიზნეზე მთელს ლიბანში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნეები მოიცავდა გამშვებ პუნქტებს, შენობებს, სადაც იარაღები ინახებოდა და ტერორისტულ […]

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში ხეები წააქცია და ელექტოროგადამცემი ხაზები დააზიანა

სტიქიამ სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტოროგადამცემი ხაზები. შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია რამდენიმე ქუჩაც. ძლიერი ქარი იყო წუხელ წალენჯიხაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზარალს ამდრომდე ითვლის.

დანიაში არქეოლოგებმა ვიკინგების კარგად შენახული 50 ჩონჩხი აღმოაჩინეს

დანიაში ვიკინგების დიდი სამარხის გათხრებისას არქეოლოგებმა ადამიანის 50 იდეალურად შენახული ჩონჩხი აღმოაჩინეს. ჩონჩხების მდგომარეობიდან გამომდინარე, მეცნიერები დნმ-ის ანალიზის ჩატარებასაც შეძლებენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენილი მასალის შემდგომი შესწავლა ვიკინგების ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის გაგებაში დაგვეხმარება. “უზარმაზარი სამარხი”, რომელშიც ჩონჩხები აღმოაჩინეს, კუნძულ ფუნენის (დანია) სოფელ ოსუმის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხს 9-11 საუკუნეების პერიოდში […]

27 სექტემბერს თბილისში მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, გიორგი საყურაშვილია

“საბურთალოზე დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია” – ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი საყურაშვილი დაპირისპირებულებს აშველებდა. „გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი” – წერია თბილისის კონსერვატორიის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში. მკვლელობა 27 […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს. სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა. ღონისძიებაში […]

“იცით, ვინისიუსი რის გაკეთებას აპირებდა?” – ჯუდ ბელინგემი

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა თანაგუნდელის ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, ფეხბურთში რასიზმის შემთხვევების სიმრავლის გამო, ვინისიუსი კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა. “ეს ნამდვილად რთულია, ვინი ამის გამო ძალიან წუხს. ვინისიუსი რომელსაც მე ვიცნობ, მუდამი იღიმის და ბედნიერია. ის საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა. ჩვენ მას რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი უნდა დავუჭიროთ და ვაჩვენოთ, რომ […]

„ენერგო-პრო ჯორჯია” – სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი დაძვის ელექტროინფრასტუქტურა – ელექტრიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. როგორც „ენერგო – პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი დაძვის ელექტროინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტროკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ. „განსაკრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტბსაც. აღდგენით სამუშაბს ხელს […]

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.

აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოს საკითხი განიხილეს

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს აშშ და ევროკავშირი გამადიდებელი შუშით აკვირდება – ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი არჩევნები იყო განხილვის მთავარი თემა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზეც. ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაფნა რენდმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ოლოფ სკუგმა საქართველოში თავისუფალი/სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჟურნალისტის თქმით, მხარეებმა არჩევნების გარდა სამოქალაქო სექტორის მდგომარეობაზეც იმსჯელეს. “ადამიანის […]