რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე?

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე? „ვინაიდან გახარიას პარტიის საარჩევნო სიასაც გავეცანი, „ფეისბუქის“ მეხსიერებამ მომცა კარგი შესაძლებლობა “გახარისტების” პოტენციალზე, მათ ადგილზე ქართულ პოლიტიკაში ცნობილი ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება გამეხსენებინა. გავყვეთ ამ ცნობილი სპეციალისტის შეფასებას წელს, საარჩევნო […]
ნანკა კალატოზიშვილი: „დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე..როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს“

ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილ ბოდიშზე განმარტებას აკეთებს. ნანკა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წლებია მას აწუხებს ის გადაცემა, სადაც მან კესარიას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვები დაუსვა. „დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეს გადაცემა და თქვენ ახლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეს ნამდვილად საინტერესოა. ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ […]
როგორ შეუძლია რუსეთს, სანქციების მიუხედავად, იარაღის წარმოების გაგრძელება?

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სექტემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით შაჰედის ტიპის 640-მდე დრონი გაუშვა. როგორც ზელენსკის მრჩეველი და სანქციების პოლიტიკის წამყვანი კომისიონერი ვლადისლავ ვლასიუკი ირწმუნება, სანქციების გავლენის მიუხედავად, მოსკოვს კვლავ აქვს საშუალება თავისი საბრძოლო არსენალი შეავსოს. „რუსებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ნაწილები და აწარმოონ იარაღი, მათ შორის რაკეტები და თვითმფრინავები. […]
მამუკა ხაზარაძე – „სუფლიორი“ რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან? – რა დაპირება აქვს „ქართულ ოცნებას“?

„სუფლიორი“ რომ გაითიშოს, რა აქვს სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველ ხალხთან?, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კახეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაპირებები აღარ აქვს, რადგან არაფერი დარჩათ ამომრჩევლისთვის მისაწოდებელი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს დავალებით ანაკლიის პროექტი […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი – ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად სიმართლეა ეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი იყო ისრაელის ომის მიზნების მისაღწევად, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მცხოვრებლების თავიანთ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნებაა. „ნასრალა არ იყო უბრალოდ მორიგი ტერორისტი. ის იყო ტერორისტი. ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი პირობა იყო იმ მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ დასახული გვაქვს – ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნება […]
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ახალი სკვერი გაიხსნა

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სკვერის საზეიმო გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით […]
ირაკლი ფავლენიშვილი – საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს

„საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გარე ჩარევებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, ეს არის მიზეზი, რომ შეიძლება დესტრუქციულ პროცესები მოხდეს. „ოპოზიცია ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, არასდროს გვინდოდა პოლიტიკურ პროცესების გამწვავება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, […]
საბურთალოზე მოკლული ბიჭი კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია

საბურთალოზე 27 სექტემბერს გვიან ღამით მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. “საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად […]
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს დააკისრა 743 მილიონი დოლარის გადახდა ივანიშვილის სასარგებლოდ

„სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები, – წერს Bloomberg. სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. […]
ოსიმენმა “გალათასარაიში” სადებიუტო გოლი გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა [VIDEO]

თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურში “გალათასარაიმ” “ქასიმფაშას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. სტამბულელთა რიგებში ვიქტორ ოსიმენმა სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, ვიქტორმა საკუთარი გუნდი მე-20 წუთზე დააწინაურა და გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, 8 წუთში კი ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. 34-ე წუთზე მაურო იკარდიმ “გალათასარაი” წინ სამბურთიანი სხვაობით გაიყვანა. მიუხედავად კომფორტული სხვაობისა, “ქასიმფაშამ” ქამბექი შემოგვთავაზა და მატჩი ფრედ დასრულდა. […]