“ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი” – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე

“ნაპოლის” განაპირა მცველი მარიო რუი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გვინახავს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდში მოსვლისთანავე პორტუგალიელს განუცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა და კლუბიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო. მიუხედავად ამისა, რუიმ რამდენიმე წინადადება იუარა და “ნაპოლიში” დარჩა. გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშის ემანუელე კალაიოს ცნობით, რუის “სან […]

„უფლის ფრთის ქვეშ“ – ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟი, კიტა წულუკიძე 4 წლის გახდებოდა

ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟი, კიტა წულუკიძე 4 წლის გახდებოდა. თარიღს სოციალურ ქსელში ნიკოლოზი ეხმაურება და პატარას ფოტოებს გვიზიარებს. „კიტა, მთელი ქვეყნის ტკივილი და სიყვარული“ „ფრთაშესხმული ანგელოზი, მის ანგელოზებთან იზეიმებს, ილოცებს თქვენი გაძლიერებისთვის“ „ანგელოზი, უფლის ფრთის ქვეშ“ „უფლის ანგელოზი“ – წერენ სოცქსელში. ნიკოლოზ წულუკიძის შვილი წლინახევრის ასაკში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.

“მორიგი პროვოკაციაა” – მამუკა ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე

რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებას “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “მორიგ პროვოკაციად” აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოში შექმნას ილუზია, თითქოს რაღაცის დაბრუნებას ან დარეგულირებას ცდილობს. ამასთან, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” რუსული ხელისუფლებაა ის არჩევნებზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, როცა არჩევნებია. ასეთი განცხადება […]

„ენერგო-პრო ჯორჯია” – სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა – ელექტრიკოსები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები სამეგრელოში საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერი ქარის გამო, დაზიანდა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროინფრასტუქტურა. აღდგენით სამუშაებში დასახმარებლად, კომპანიის ელექტრიკოსები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან სამეგრელოში ჩავიდნენ. „განსაკრებით რთული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტბსაც. აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი. […]

2024-2025 სასწავლო წლის „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა” დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მესამე ნაკადის მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. „2024-2025 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ 5-თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების […]

ევროკომისია განიხილავს, რამდენადაა შესაძლებელი მზის რადიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება

ევროკომისიაში განიხილავენ, რამდენადაა შესაძლებელი მზის რადიაციასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შეიზღუდოს ატმოსფეროში სათბური აირების ემისიების უარყოფითი ეფექტი. ე.წ. გეოინჟინერია ის ტექნოლოგიაა, რომელიც ატმოსფეროდან CO2-ის გაქრობასა და ასევე მზის რადიაციის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ევროკომისრის ვიკი პოლარდის თქმით, ეს ცნება გულისხმობს შესაძლო ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის სტრატეგიებს, რომლებიც ატმოსფეროში […]

რა რაოდენობის ჰონორარს იღებდნენ მსახიობები გაიდაის კინოკომედიებში?

დღესდღეობით, ჰოლივუდის პოპულარული მსახიობები ფილმების გადაღებისთვის მილიონობით, ან თუნდაც ათეულობით მილიონ დოლარს იღებენ. საბჭოთა მსახიობების ჰონორარი გაცილებით მოკრძალებული იყო, მაგრამ სოციალისტური წყობის საერთო სურათიდან გამომდინარე, ისინი თავიანთი სამუშაოსთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენდნენ, ისევე როგორც დასავლეთის კაპიტალურ სისტემაში, აქაც რაც უფრო მოთხოვნადი და ცნობილი იყო მსახიობი (და რაც უფრო მეტი ეკრანული დრო ჰქონდა), მით უფრო მეტ […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. უწყების ინფორმაციით, სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს. სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა. ღონისძიებაში […]

დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

27 სექტემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით გაიმართა. პრეზენტაციას დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე უძღვებოდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებამ […]

უკრაინა და რუსეთი დრონებით შეტევებზე იუწყებიან

უკრაინა 29 სექტემბერს დაშავებულებზე იუწყება გასულ ღამით რუსეთის მხრიდან უკრაინის რამდენიმე რეგიონზე დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად, რუსეთის თავდაცვის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს უკრაინის 125 დრონი – იმ ფონზე, როცა კიევი ცდილობს ორწლინახევრის განმავლობაში მიმდინარე ომი რუსეთის ტერიტორიაზეც გადავიდეს. რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი იუწყება, რომ ერთი კაცი დაიღუპა ქალაქ შებეკინოში, უკრაინის საზღვართან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო […]