პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს” ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს” ულოცავს. რუსული სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს მილოცვის ტექსტს, რომელიც მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას გაუგზავნა. “ძვირფასო ასლან, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული […]
“გია ხარჩილავასგან მივიღე ძალიან ღირსეული თხოვნა”– სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: “მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს, გია ხარჩილავას. მე პირადად მოვიაზრებდი ბატონ გიას ჩვენი საპარლამენტო სიის მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ მისგან მივიღე ძალიან ღირსეული თხოვნა, რომლის არ გათვალისწინებაც მე არ შემეძლო – გამარჯვებული წალენჯიხის გამარჯვებული მერი დარჩენილიყო თავის ქალაქის, თავის ხალხის, წალენჯიხელების სამსახურში. მისი სიტყვებით, მთავარია ერთიანობით მოვიტანოთ […]
ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, 33 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. “მადლობა ყველა მოგონებისთვის, ეს ჩემი ცხოვრების შესანიშნავი თავი იყო. ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ”, – დაწერა გრიზმანმა სოციალურ ქსელში. გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჯამში 137 მატჩი გამართა, თავი კი 44 გატანილი გოლით გამოიჩინა, იგი საფრანგეთის ყველა დროის […]
„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე – საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ

„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის, ნაიმ ქასემის განცხადებით, ისრაელი ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას აშშ-ს სრული მხარდაჭერით ახორციელებს და „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელთან და გაიმარჯვებს. „ისრაელი სჩადის დანაშაულს და ახორციელებს ხოცვა-ჟლეტას ლიბანის ყველა კუთხეში. ისრაელმა აირჩია კონკრეტული სოფლები და ქალაქები და სახლები და ყველა სახლს ამჩნევია ისრაელის აგრესიის კვალი. ისრაელი უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, მედიკოსებს. ისრაელი უტევს ყველას, ვინც […]
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა. მათი ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43 102.65 ლარი შეადგინა. „27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – [ქუთაისის აეროპორტი], მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ლატვიელ ევროპარლამენტარ, რიჰარდ კოლსს შეხვდნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ლატვიელ ევროპარლამენტარ, რიჰარდ კოლსს შეხვდნენ და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება გააცნეს. კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარს ეცნობა, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთობლივად მნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებას“ უსწრებენ, რომელიც „სულ უფრო მეტად იყენებს სიძულვილის ენას და სულ უფრო […]
„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ერეკლე კეჟერაშვილმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის (OTIF) მე-16 გენერალური ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შვეიცარიის ქ. ბერნში გაიმართა. ინფორმაციას სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. OTIF-ის გენერალური ასამბლეის სხდომის […]
საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი სელფისგან

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, სელფი მობაილმა დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით განხორციელებისთვის. სელფის ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური […]
საერთაშორისო გამჭვირვალობა: ანტიკორუფციულის გამო ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, თუმცა ხმების დასაცავად ინდივიდუალურ ბრძოლას აგრძელებენ. მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო. ორგანიზაციის განცხადება: “გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, […]
გიორგი ტყემალაძე – დღეიდან დედაქალაქს 25 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი შეემატა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ქალაქში გადაადგილებას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად MAN-ის მარკის ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსების შემოყვანით თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა უმჯობესდება და ეს მოსახლეობისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. […]