„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. „აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. „გალტ […]

ოპოზიციის და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი არის აგებული რევოლუციურ სცენარზე – ლევან მაჭავარიანი

დღის წესრიგი ოპოზიციის და მათი გარე უფროსების, მათი გარე მფარველების არის აგებული რევოლუციურ სცენარზე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებას. ლევან მაჭავარიანის თქმით, საგამოძიებო უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობებზე იქნება მკაცრი პასუხი. „ეს ყველაფერი ძალიან ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნას, სადაცა ასევე […]

TI-საქართველო: ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) განცხადებით, ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. რასაც ორგანიზაცია სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის […]

სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენა მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში, 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება. სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან […]

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები გამოვლინდა

27 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 187.24 გრამი) მონეტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 43102.65 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, […]

„პატარა სასტუმროებს გაუჭირდათ ოპერირება შემცირებული მოთხოვნის და გაზრდილი კონკურენციის გამო“ – მაია სიდამონიძის სასტუმრო The Terrace იხურება

ბუტიკური სასტუმრო The Terrace, რომელიც თბილისში კაკაბაძის ქუჩაზე სტუმრებს 2014 წლიდან იღებს, იხურება. ამის შესახებ ადმინისტრაციამ სასტუმროს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა: „ძვირფასო მეგობრებო, 1-ელი ოქტომბრიდან სასტუმრო ტერასა წყვეტს მუშაობას და იხურება. მადლობას გიხდით ათწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის“. BMG სასტუმროს მფლობელს მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა, რომელიც დახურვის მიზეზად დედაქალაქში სტუმარმასპინძლობის სექტორში გაზრდილ კონკურენციას ასახელებს. „პანდემიის შემდეგ […]

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!

ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია “იმედმა” შეაჩერა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო სარეკლამო კლიპი, აბსოლუტურად აბსურდული მოტივით – ერთი ფრაზის გამო ცენზურა დაგვიწესეს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შიშის ქვეშაა, რადგან მიაჩნია, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩათ. „ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორი დაფეთებული და შეშინებულია “ქართული […]

ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას – რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა. „რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის აქტიური […]

ტოიოტა კავკასიამ ავჭალის საწყობის ტერიტორია მზის პანელებით აღჭურვა

სექტემბერი, ნულოვანი ემისიის თვეა. ეს თარიღი 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია შეგვახსენოს ის ეკოლოგიური გამოწვევები, რომელსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა იწვევს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი – „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. “ტოიოტამ” ურთულესი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომელთა შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს. “ტოიოტა” დაუღალავად მუშაობს 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც […]

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა

ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრი „ჩვენი ბორჯომისათვის“ ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ გაიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა როგორც სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები. „მოეწყო ფეხბურთის და ჭადრაკის ჩემპიონატი, ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პლენერი, „ფლეშმობი“, „Drum School“-ის მოსიარულე […]