გიორგი გახარია – რასთან გვაქვს საქმე? – მეგობრულ გაუგებრობასთან – ასე შევთანხმდეთ, როდესაც მიხეილ დაუშვილზე მეკითხებით

რასთან გვაქვს საქმე? მეგობრულ გაუგებრობასთან, ასე შევთანხმდეთ, როდესაც დაუშვილზე მეკითხებით, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ ვერ მოხვდა საარჩევნო სიაში მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ კითხვას მიხეილ დაუშვილმაც და თვითონაც ბევრჯერ უპასუხეს. „მიხეილ დაუშვილი არის გვერდით ოთახში, შრომობს, მუშაობს, იქნება პოლიტიკაში და იბრძოლებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდეს […]
TI აცხადებს, რომ ორგანიზაცია არჩევნებს ვეღარ დააკვირდება, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI), თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას განცხადებით გამოეხმაურა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა TI-ის შუამდგომლობა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილების შეჩერებაზე. რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნო. „გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე“, – აცხადებს „საერთაშორისო […]
ამერიკის 70 წლის მოქალაქეს რუსეთში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

70 წლის სტივენ ჯეიმსს ჰაბარდს, ინგლისური ენის მასწავლებელს რუსეთში 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯეიმსი დაკავებამდე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს იბრძოდა და მან ამისთვის საკონტრაქტო ანაზღაურებაც მიიღო. ჰაბარდის ოჯახისთვის რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდო არ არის, დაკავებულის და პატრიცია ფოქსი ამბობს, რომ ჰაბარდი „უფრო პაციფისტია“ და მას არათუ ომში მონაწილეობის სურვილი, […]
საბერძნეთში, ქართველ ემიგრანტებს თავს დაესხნენ

საბერძნეთში, ათენის ცენტრში ქართველ ემიგრანტებს თავს დაესხნენ. ისინი ფორმულასთან საუბარში ამბობენ, რომ აქტივისტებს ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უცხოეთში მყოფი ქართველები სხვა ემიგრანტებს არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ. დაშავებული აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ზუსტად მსგავსი შინაარსის შეხვედრას მართავდნენ ქართველ თანამოქალაქეებთან. აქტივისტი […]
რას გვპირდება ივანიშვილი? – „ეს ყველაფერი სასარგებლო იდიოტებზეა გათვლილი“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ე.წ „ბოდიშის კამპანიას“ 2008 წლის აგვისტოში, „ქართული მხარის მიერ გაჩაღებული ომის გამო“, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები „სამარცხვინოს“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელს“ უწოდებენ. „ნათელია რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს. “რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს თავამ ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც” […]
გახარია ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ივანიშვილს სამი შეკითხვით მიმართავს

თბილისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარია გამოეხმაურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად. გახარიას აზრით, „დაუშვებელია მსგავსი საკითხების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კულუარულად, ბნელ ოთახში დალაგება, საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი […]
მარინ ლე პენი სასამართლოზე წარდგება ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ეროვნული გაერთიანების” ვეტერანი ლიდერი, მარინ ლე პენი 30 სექტემბერს პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგება კიდევ 26 განსასჯელთან და საკუთრივ მის პარტიასთან ერთად, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე. ამ საქმის თავდაპირველი გამოძიების დაწყებიდან თითქმის ათი წელია გასული. სასამართლო პროცესი ლე პენს უქმნის საფრთხეს 10 წლით აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება. თავად ლე პენი ბრალდებებს უარყოფს. […]
კალაძემ იტალიური და შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გამოიტანა – ის მიზეზზე საუბრობს

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იტალიურ და შვეიცარიულ ბანკებში მილიონობით ევროსა და დოლარს აღარ ინახავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, აღარ ენდობა ევროპულ ბანკებს. კალაძეს დეკლარაციის შევსება ყოველი წლის იანვარში უწევს: · წლების განმავლობაში ის დეკლრაციებში უთითებდა, რომ მილიონობით ევრო და დოლარი ჰქონდა იტალიურ Intesa Sanpaolo-სა და შვეიცარიულ Julius Baer-ში. · 2022 წელს […]
„ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს – გაძარცვეს“ – კახა კალაძე

მინდა გთხოვოთ, ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ, – ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის კითხვას, ხომ არ უკავშირდება უცხოურ ანგარიშებზე არსებული თანხის გასხვისება მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებს. თბილისის მერის თქმით, იქნება თუ არა თავად 60 დასანქცირებულ პოლიტიკოსს შორის, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.