სოფიო ხორგუანი – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე, ყოველთვის ვაკეთებდით ყველაზე სწორ არჩევანს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე იურისტი იუსრისტი სოფიო ხორგუანი საუბრობს. – რას პირდებით ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში? მე არ ვპირდები, ახლა რასაც გეტყვით არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პირველი, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რეგიონი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, ისტორიულად ასეა. როცა ეს რეგიონი იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მთელი საქართველოც იქნება წარმატებული და განვითარებული. ღრმად მჯერა […]
“ქართული ოცნება” – სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის [ირაკლი კობახიძე] ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. „თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. უწყება გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი “დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით”. · რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; […]
პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან

პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის შვილმა, ქეთევან გორჯისტანმა საკონსულო აღრიცხვა 23 ივლისს გაიარა და საკონსულოდ შესაბამისი დასტური მიიღო, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და სიაში არაა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც. “ყველანაირი შეზღუდვები იქნება გამოყენებული. ვიცით, მაგალითად რომ რეგისტრაციისკენ არავინ მოგიწოდებთ და […]
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო
“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში […]
სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ […]
გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი – შტაინმაიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციის თანახმად, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის. „დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს […]
სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს. სახალდო დამცველი დადებითად აფასებს იუსტიციის მინისტრსი ბრძანებაში ცვლილებებს, რის შედეგადაც, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა […]
ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. “პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც […]
საბა ბუაძე – ვადევნებთ თვალყურს მარცხისთვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლების პანიკურ ნაბიჯებს, რომელიც დემოკრატიას და მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის

საარჩევნო ადმინისტრაცია და ანტიკორუფციული ბიურო ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ხელი შეუშალოს დაკვირვების პროცესს – არის მიზანმიმართული იერიში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის პირადი ანგარიშსწორებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ. “ჩვენ, ყველა ერთად ვადევნებთ თვალყურს მარცხისთვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლების […]