“ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს” – როთი

“ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს”, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება. “ქართული კოშმარი” ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა”, – წერს მიხაილ როთი […]
“სასულიერო პირს არ აქვს უფლება გითხრას, ამას მიეცი ხმა, იმას მიეცი…” – მეუფე საბა

ჩრდ.ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ, მრევლს ქადაგებისას, უთხრა: “თუ ვინმეს სამშობლო უყვარს, ვისაც სამშობლო ადარდებს, მას აქვს ერთი უფლება, რომ გამოიყენოს თავის ხმა თავის შეხედულების მიხედვით, თავისი სინდისის მიხედვით და მისცეს იმ პარტიას ხმა, რომელიც მას სურს და ეს ცოდვა არ არის. პირიქით, ეს ჩვენი მოვალეობაა როგორც ამქვეყნად მცხოვრები ადამიანების. თქვენ ეს უფლება გაქვთ მონიჭებული პირდაპირ […]
“აი, სად არის ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები!” – რა მიზეზით ტოვებენ საუბნო კომისიებს თავმჯდომარეები

არჩევნებამდე 26 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო საუბნო კომისიებს წევრები ტოვებენ – ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მიზეზი, სულაც არ უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ დიდ ნაწილს “ოცნების“ დავალებების შესრულება აღარ უნდა. კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ კომისიის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მათი შვილების აქციებზე დგომამ და რუსული ხელისუფლების […]
„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე ექადიისა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორამციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ექადიისა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდა. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ვასილ ჩიგოგიძემ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების მნიშვნელობაზე, მისი მაჟორიტარობის პერიოდში გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ ჩვენთვის […]
Aston Martin – მა, 2024 წლისთვის გაყიდვების პროგნოზი გააუარესა

Aston Martin – მა, 2024 წლისთვის გაყიდვების პროგნოზი გააუარესა ბრიტანული სპორტული მანქანების მწარმოებელი Aston Martin Lagonda Global Holdings გეგმავს გაყიდოს 1000-ით ნაკლები ავტომობილი, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი 2024 წლის დარჩენილ პერიოდში მიწოდების შეფერხებისა და ჩინეთის ეკონომიკის სისუსტის გამო. გაყიდვების უფრო დაბალი მაჩვენებელი გამოიწვევს, რომ კორექტირებული მოგება, საპროცენტო, საგადასახადო და ამორტიზაციის გადასახადებამდე (EBITDA), 2024 წელს იქნება […]
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა დღეიდან, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 30 დღე შეუძლიათ დაყონ. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
ფიშერი: საქართველოს მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს ისტორიულ შესაძლებლობას

· 55 · · დღეს, პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ბერლინში შეხვდა. მან სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა მისი პროევროპული პოზიციისთვის და მწუხარება გამოთქვა, იმის გამო რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩავარდა. საქართველოს მთავრობა ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს
რა ეღირება ლარი პირველ ოქტომბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7297 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0480 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
“ახლა თანხას ჩაახუტებენ, ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა დამავალაო” – გივი თარგამაძე

ძალზედ ნათელია რასაც ივანიშვილი აკეთებს. ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება, ჩემი აზრით, ქოცებისთვისაც ნამეტანია. ისევ ძველი ვერსია – უკრაინა, თავისიანებმა გაწირეს…გამოძიება დაწყებულიც არ იყო, ტერაქტიდან წუთები იყო გასული, როცა ეს ვერსია შემოაგდო მთავრობამ ახლაც, დღეების წინ უკვე დააანონსა კობახიძემ იგივე – უკვე იცოდა, როგორც ჩანს, რომ ხეჩუაშვილს ,,დააკავებდნენ”. ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ. ისიც […]
ირანი აცხადებს, რომ სამხედროებს არ გაგზავნის ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ლიბანში თავდასხმების გაძლიერების ფონზე

ირანი აცხადებს, რომ თავის ძალებს არ განათავსებს ლიბანში ან ღაზს სექტორში, ისრაელის ძალებთან საბრძოლველად – იმ ფონზე, როცა ძლიერდება ისრაელის თავდასხმები ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანში, რის შედეგადაც მოკლულ იქნა ამ ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, ჰასან ნასრალა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური, და გაიზარდა შიში, რომ კონფლიქტმა, შესაძლოა, მთელი რეგიონი მოიცვას. “არ არსებობს საჭიროება ირანის ისლამური რესპუბლიკის […]