ვარლამ ებანოიძემ მარცხის ისტორიების – Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ ბათუმში მარცხის ისტორიების – Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვებაშ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების ისტორიებს. ამავე ცნობით, მოძრაობის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზემოუბნის, ბარათაშვილის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან […]

იენს სტოლტენბერგი – რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ წინდაუხედავი რუსული ბირთვული რიტორიკის მაგალითები გვინახავს და ეს ამის მაგალითია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ახალი ტიპის იარაღებით გავაძლიერეთ – ტანკებით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით თუ F-16-ებით, რუსები ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ ეს არ […]

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ -Associated Press

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ -Associated Press 2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. ამ მოვლენას მსოფლიო პრესა ეხმაურება. თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს: „საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის […]

დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი საყურადღებოა – ეროვნული ბანკი

დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი საყურადღებოა – ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკი დეველოპერული კომპანიების დაკრედიტების მაღალ ტემპს საყურადღებოდ მიიჩნევს – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდან ირკვევა. შესაბამისად, სებ-ი დეველოპერული სექტორის მიმართულებით გაცემულ სესხებს ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ საყურადღებო და პოტენციურ რისკ-ფაქტორად განიხილავს. 2024 წლის ივლისისთვის დეველოპერების დაკრედიტების ზრდის ტემპი 80%-ს აღწევდა, […]

„იმედმა“ უარი თქვა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე – ძლიერი საქართველო

ტელეკომპანია „იმედი“ უარს ამბობს, ეთერში გაუშვას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ საქმიანობას ნეგატიურად წარმოაჩენს. მედიას ეს ინფორმაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიაწოდა. „ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე“, – ამ სიტყვებით იწყება ვიდორგილი, რომლის განთავზებაზეც „იმედმა“ უარი თქვა. კოალიციას უარის […]

2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ეკონომიკის 5,5%-ით ზრდაა დაგეგმილი

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა. ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა […]

პრეზიდენტი ეხმაურება ცნობას, რომ საქართველო მოლდოვაზე ბევრად ნაკლებ საარჩევნო უბანს ხსნის უცხოეთში

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე საქართველოს ცესკო-ს უარი. მან სოციალურ ქსელში გააზიარა “ნეტგაზეთის” საინფორმაციო ქარდი, სადაც წერია, რომ მოლდოვა თითქმის 4-ჯერ მეტს უბანს ხსნის უცხოეთში ვიდრე საქართველო. “სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის პრეზიდენტის მიერ […]

“ისრაელს ეს აქვს გადაწყვეტილი…” – ვინ იგლოვა და ვინ იზეიმა ნასრალას მკვლელობა? – გიორგი კობერიძე

ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში “ჰეზბოლას” მთელი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა გაანადგურა. გუშინდელი საჰაერო იერიში ჰეზბოლას მეთაურების თითქმის სრული განეიტრალებით დასრულდა. მანამდე კი პეიჯერების აფეთქებითა და დამიზნებითი მკვლელობებით საშუალო და ქვედა რგოლი გამოეთიშა პროცესს. ნასრალას ჰეზბოლას ხელმძღვანელი 1992 წლიდან ხდება, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი, აბას ალ მუსავი საავიაციო დარტყმით მოკლეს. მაგრამ ნასრალას წონა და და […]

მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტი 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა – ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად ₾31,2 მლრდ-ს შეადგენს

მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტი 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა – ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად ₾31,2 მლრდ-ს შეადგენს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. უწყების თანახმად, როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად რეალურმა […]