მათ სხვა გზა არ რჩებათ გარდა გაერთაინებისა იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი რადიკალური ოპოზიციის საერთო სიებს და სიების შედეგად ოპოზიციაში გამოწვეულ დაპირისპირებას ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, დასავლეთიდან მიღებული დავალებების შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება მოსალოდნელი იყო, რადგან რადიკალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ცალ-ცალკე არ აქვთ. დეპუტატის თქმით, გაუგებარია როგორ ჩაეტევიან ოპოზიციის წარმომადგენლები სიებში, რადგან მათი ამბიციები უფრო მეტია, ვიდრე პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, […]
გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივა, აკრძალონ პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოების იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი დასავლეთში საქართველოს მთავრობას ეპყრობა
გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივა, აკრძალონ პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოების იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი დასავლეთში საქართველოს მთავრობას ეპყრობა გერმანიის წამყვანი პარტიების ინიციატივა, აკრძალონ პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელიც ხალხის მხარდაჭერით მეორეა, კარგად ასახავს პოლიტიკური მიკერძოების, შეიძლება ითქვას, ფარისევლობის, იმ მასშტაბს, რომლითაც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებში, გერმანიის ჩათვლით, საქართველოს მთავრობას ეპყრობა, […]
დიდებული ისტორია მთავრდება – ინიესტა კარიერას ასრულებს

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo ავრცელებს. წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას სამშაბათს, 8 ოქტომბერს გაასაჯაროებს. ინიესტამ პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, რომლის მაისურითაც 2002-2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში “ბარსას” რიგებში 674 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 57 გოლი გაიტანა და […]
PACE შეშფოთებულია „TI – საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რის გამოც არასამთავრობო ორგანიაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვერ ახერხებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას. „ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავლმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს […]
რუსულმა ძალებმა ხერსონში ბაზარი დაბომბეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 6 ადამიანი

რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ერთ-ერთ ბაზარს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალურ პროკურატურასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, რუსები ხერსონის ცენტრი არტილერიით დაახლოებით დილის 9:00 საათზე დაბომბეს. დარტყმა ადგილობრივი ბაზრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ტერიტორიაზე განხორციელდა. გავცელებული ინფორმაციით, […]
პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ გურიას სიღარიბე და უმუშევრობა მოუტანა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა გურულს ევროპული პასპორტი და პენსია ექნება

სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, თხილის მაფია – აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი გურიაში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოზურგეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გურიაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო დავალიანებები, თხილის მაფია და უმუშევრობის პრობლემა გურიაში დასრულდება. […]
ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელ პირებს აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და იმერეთის მხარეში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური […]
კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი – დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ

ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, ის არის დე ფაქტო სანქცირებული – მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი, ამის დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ და აღნიშნავს, რომ „ქვეყნის ინტერესები […]
ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობის“ სია კარგად გვაჩვენებს, თუ როგორია ამ პარტიაში გავლენების და ძალაუფლების დაყოფა – „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაასამართლებს ამ დანაშაულებრივ პარტიას

„ნაციონალური მოძრაობის“ სია კარგად გვაჩვენებს, თუ როგორია ამ პარტიაში გავლენების და ძალაუფლების დაყოფა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „აუცილებლად, ქართველ ხალხთან ერთად გაასამართლებს ამ დანაშაულებრივ პარტიას“. „ეს სია დაკომპლექტებულია ერთი მხრივ, კეზერაშვილის ფინანსებით მიღებული ძალაუფლებით და იმ ადამიანებით, რომელიც კეზერაშვილის კვოტით არიან იქ მოხვედრილი, მეორე მხრივ კი, […]
100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა – ეს უნდა დამთავრდეს – ხაზარაძე

100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი, 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეჯამებისას განაცხადა. როგორც […]