,,ფსიქიატრია განაჩენი არ არის და ადამიანებს აქვთ უფლება ცუდად იყვნენ”- ნინო მენაღარიშვილი

,,სანამენტე’’- ეს კვებითი აშლილობის სამკურნალო პირველი კლინიკაა საქართველოში. ის მხოლოდ ამ ნიშნით არ გამოირჩევა. ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარული კლინიკა ამიერკავკასიაში პირველია, რომელიც ფრანგულ მოდელზეა დაფუძნებული. ,,სანამენტე’’ 7 თვეა, რაც პაციენტებს იღებს და ამ პერიოდში კლინიკა 500-მდე ადამიანს დაეხმარა. კლინიკის შექმნის იდეა ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს ნინო მენაღარიშვილს გაუჩნდა. მან განათლება და სამედიცინო პრაქტიკა საფრანგეთში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულმა კი […]
„ინვესტიცია განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში“ – ოთარ შამუგია

ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის. „ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია […]
„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის […]
ისრაელი სამხრეთ ლიბანში “მძიმე ბრძოლაზე” იუწყება

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები “მძიმე ბრძოლას” აწარმოებენ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან მას მერე, რაც ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. “სამხრეთ ლიბანში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, – ტელეგრამით არაბულ ენაზე გამოქვეყნებულ ტექსტში ამბობს ისრაელის არმიის პრესმდივანი ავიშაი ანდრაე, […]
კახა კალაძე – არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი არის ნულის ტოლი, შეუძლებელი – მცდელობა ექნებათ, რომ რაღაცა დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ, მაგრამ, ნეტავ, გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ყველა დაინახავს

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება წარმოუდგენელია – მცდელობა ექნებათ, რომ რაღაცა დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ, მაგრამ, ნეტავ, გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ყველა დაინახავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი იბრძოლებს იმისათვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს. „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ოპოზიციის გამარჯვების შანსი […]
ანა ბუჩუკური – სამართალი არის სამართალი! – კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ეს უნდა ახსოვდეს ახლანდელ და მომავალ ხელისუფლებას – არც სააკაშვილს ეგონა, რომ ოდესმე ასეთი შედეგი დადგებოდა

სამართალი არის სამართალი! – კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ეს უნდა ახსოვდეს ახლანდელ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას – არც სააკაშვილს ეგონა, რომ ოდესმე ასეთი შედეგი დადგებოდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამწლიანი პატიმრობა შეაფასა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ეს […]
შუქრუთელები სოლოლაკში, ივანიშვილის „შუშის სასახლისკენ“ აპირებენ მსვლელობას

202-ე დღეა, შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. შიმშილობის 30 ღამე გავიდა. დღეს, სამშაბათს, პირველ ოქტომბერს, 19:00 საათიდან პარლამენტის წინ შუქრუთელების მხარდასაჭერად მორიგი სოლიდარობის აქციაა. „ვისაც დღევანდელი საქართველო არ მოსწონს, მოდით. ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. ეს არ არის მარტო ჩვენი მხარდაჭერა. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ჰქონდეს ნათელი ხვალინდელი დღე, უნდა მოვიდეს და ვანახოთ ყველას სათავეში, ვინც […]
თამარ კორძაია ხსნის, რატომ დევნის ანტიკორუფციული ბიურო “საერთაშორისო გამჭვირვალობას”

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დევნა არის საქართველოს სრული იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თამარ კორძაიას თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სამიზნედ შემთხვევით არ არის არჩეული, რადგან ეს ორგანიზაცია კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ფარცხალაძეს, […]
თეონა აქუბარდია – იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს აჩვენებს, რამხელა საფრთხეა საქართველოსთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“

იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, – ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა. აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“. […]
მამუკა ხაზარაძე – 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა – ეს უნდა დამთავრდეს

100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი, 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეჯამებისას განაცხადა. როგორც […]