კალაძე ოპოზიციაზე: ნეტავ გადადგან არაკანონიერი ნაბიჯები, როგორ ვიმოქმედებთ, დაინახავს ყველა

თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ “კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების” გადადგმის შემთხვევაში, “სახელმწიფოს პასუხით” იმუქრება. ჟურნალისტებთან საუბრისას ის ირწმუნებოდა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქვეყანაში არეულობის შემოტანას ეცდებიან. “სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ისინი [ოპოზიცია] დალაგდებიან და არჩევნებს აღიარებენ. ცხადია, მათ სურვილი აქვთ, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, რაღაც სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, […]

მარკ რუტე NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტემ დღეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა გადაიბარა. ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მარკ რუტე პირველ პრესკონფერენციას გამართავს, გეგმებზე და ალიანსის გამოწვევებზე ისაუბრებს. 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს 32 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა გაიმართება, მომდევნო შეხვედრა დეკემბერში იგეგმება. ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა უნდა მოამზადოს 24-26 ივნისის NATO-ს […]

„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის […]

SMH Sports-ის წარმატებული პროექტი – SSC Napoli და Maneki Crypto პარტნიორები არიან

SMH Sports-ის შუამდგომლობით, 2024/25 საფეხბურთო სეზონის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბი “SSC Napoli” ითანამშრომლებს Maneki Crypto-სთან, რაც კლუბისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია გულშემატკივრების ჩართულობის გასაუმჯობესებლად ციფრულ სივრცეში. Maneki Crypto არის პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტის მზარდი სამყაროს მეშვეობით, უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებს გულშემატკივრებს. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს კავშირი კლუბსა და მის მხარდამჭერებს შორის, ციფრულ სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ათვისებით. კლუბის […]

უკრაინა “მცველთა დღეს” აღნიშნავს რუსეთის შეტევების ფონზე

1 ოქტომბერს უკრაინა აღნიშნავს “მცველთა დღეს”, იმ ფონზე, როცა რუსეთი კვლავ უტევს დრონებით და სულ უფრო მეტად რთულდება საბრძოლო ვითარება სამხრეთში, სადაც რუსეთს მცირედი წინსვლა აქვს. ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვეს წუთიერი დუმილი, რომლითაც პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ ყველა უკრაინელს. ტელეგრამით გავრცელებულ ტექსტში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ “მცველთა […]

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ – 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაც

5-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაც, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა. უფრო კონკრეტულად, როგორც გიორგი ბახტურიძემ განმარტა, ბოლოს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 15%-ს შეადგენს, გასახურებელი თამბაქოს მოხმარება კი 8%-დან 12%-მდე გაიზარდა. „2024 წლის მარტ-აპრილში ჩატარებული […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია – ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, უნდა მივაღწიოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომის ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია. „დღეს გვქონდა დეტალური და ძალიან გრძელი საუბარი მთავარსარდალ სირსკისთან და გენერალური შტაბის უფროს ბარჰილევიჩთან. საუბარი ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მოხსენებები ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეული სექტორის, ჩვენი შემდგომი შესაძლებლობებისა და ჩვენი კონკრეტული ამოცანების შესახებ. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რეალური […]

კახა კალაძე – პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა

პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს გამოეხმაურა. კალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის „ვოიაჟი“ არ უკვირს. „ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადამიანი არღვევს […]

ნინო ენუქიძე – პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმისა და ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და ბიზნესის აქტიური მუშაობის შედეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა. „აღსანიშნია, რომ […]

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის მთავრობის ჩუმი თანხმობით გერმანიის კანონმდებლობა?

საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ამჯერად შესაძლოა გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია. როგორც ცნობილია, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ბერლინის სასტუმრო Aquino-ში, გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, გერმანიის მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ აკრძალულია. მეტიც, გერმანიაში 2017 წელს მიიღეს ახალი წესი, რომლის […]