2025 წელს საქართველო 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს

2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, – ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. მომავალ წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან და უცხოეთის სახელმწიფოებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 58.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია. მიმდინარე და კაპიტალური დანიშნულების პროექტები, სადაც ძირითადი დონორი ევროკავშირია: […]

“საეკლესიო პირების სექსუალური ძალადობა არასრულწლოვენებზე აღწერილია სუსის მასალებში – რა მოხდა, დაისაჯნენ?!” – ნიკა ქავთარაძე

ახლა კი ჰოლივუდზე მესმის, რომ ჰოლივუდი იმხელა გავლენისაა, რომ ქართველებსაც ადარდებთ. თან როცა ცუდი ამბავია, კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ჯანდაბას კაი, დაინტერესდით, ოღონდ მილიონ ფეიქს მაინც ნუ დააპროწიალებთ და რუსულ-ტრამპისტულ პროპაგანდას ნუ დააღლევინებთ ერთმანეთის გონებას. უბრალოდ, მაგ გონებაში მინდა გაგიღვიძოთ ერთი მიძინებული უბანი – საქართველოში გვაქვს ფაქტები, როცა რეპერი ძალადობს არასრულწლოვანებზე, როცა უმაღლესი იერარქიის […]

ჩეხეთის “მეკობრეების პარტიის” მინისტრები კოალიციურ მთავრობას ტოვებენ

ჩეხეთის “მეკობრეების პარტიის” წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი და მთავრობაში საკანონმდებლო საბჭოს თავმჯდომარე მახაილ შალოუმანი, კოალიციური მთავრობის შემადგენლობას დატოვებენ. როგორც ჩეხური გამოცემა iDnes-ი იუწყება, პარტიის წევრებმა ამ გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში 30 სექტემბრის საღამოს დაუჭირეს მხარი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა “მეკობრეების პარტიის” კიდევ ერთი წევრის, ივან ბარტოშის გათავისუფლება ჩეხეთის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის […]

“არ მახსოვს ეს ვინ თქვა, მაგრამ რომელიღაცამ თქვა…” – კალაძის პასუხი რომელიღაცა კონგრესმენს

კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე: ეს ადამიანები სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, დღეს კი ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს. ეს არის აბსურდული განცხადება „ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? […]

“სააკაშვილმა სისტემა გაწმინდა, ივანიშვილმა გააკეთა აჯაფსანდალი – ცოტა შევარდნაძე დააბრუნა, ცოტა ზვიადი”

გია ხუხაშვილმა “ოცნების” საპატიო დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს: მესიამოვნა, რომ ჩვენ გადაგვიხადა მადლობა, 2012 წელს, პრინციპში ეს გამარჯვება მოვიტანეთ და არა კობახიძეს და იმ ხალხს, რომლებიც მაშინ ბუჩქებში ისხდნენ, გადახვიდა მადლობა მე, მარგველაშვილს, უსუფაშვილს, ალასანიას და ა.შ. მთავარი რაც გააფუჭა და რასაც აფუჭებს დღეს, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის მომავლის წართმევა. გვაბრუნებას […]

გურიაში ავარისას 3 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის, ერთი პოლიციელია

გურიაში, ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთ ერთი დაღუპული პოლიციის თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, ორი საპირისპიროდ მიმავალი ავტომობილი ერთმანეთს ცენტრალურ გზაზე შეეჯახა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ

ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს NATO-სს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც NATO-სს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, […]

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. „ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების […]

საია-ს და „სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს და ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია სრულად დახურულ უწყებად იქცა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გაირკვა, რომ საბჭოში ახალდანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი მიმდინარეობდა, რომლებიც საბჭოში ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მიწვეული. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ […]

რამაზ საყვარელიძე – დღეს მივდივართ “ვარდების რევოლუციის” განმეორების მიმართულებით – „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ბევრი ხმა, რათა ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, რის მერეც რევოლუციები იწყება, იყოს საფუძველსმოკლებული

დღეს მივდივართ “ვარდების რევოლუციის” განმეორების მიმართულებით. ამისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა, რათა ბრალდება, რომ გაყალბდა არჩევნები, რის მერეც რევოლუციები იწყება ხოლმე, იყოს საფუძველსმოკლებული,- ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. როგორც საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეფასებისას აღნიშნა, მმართველი პარტიის რთული კურსი აქვთ აღებული, რაც გულისხმობს დიდი ქვეყნების შუაში გავლა. […]