“სააკაშვილმა სისტემა გაწმინდა, ივანიშვილმა გააკეთა აჯაფსანდალი – ცოტა შევარდნაძე დააბრუნა, ცოტა ზვიადი”

გია ხუხაშვილმა “ოცნების” საპატიო დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს:
მესიამოვნა, რომ ჩვენ გადაგვიხადა მადლობა, 2012 წელს, პრინციპში ეს გამარჯვება მოვიტანეთ და არა კობახიძეს და იმ ხალხს, რომლებიც მაშინ ბუჩქებში ისხდნენ, გადახვიდა მადლობა მე, მარგველაშვილს, უსუფაშვილს, ალასანიას და ა.შ. მთავარი რაც გააფუჭა და რასაც აფუჭებს დღეს, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის მომავლის წართმევა. გვაბრუნებას ყველას რუსეთის იმპერიაში. ამაზე დიდი დანაშული უბრალოდ არ არსებობს. სხვა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, მარტო ეს არის საკმარისი, რომ ეს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნას ჩაწერილი შავი ასოებით საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი იყო ბევრი პრობლემა, იყო ელიტური კორუფცია, იყო მიდრეკილება ავტორიტარული მმართველობისადმი, იყო გარკვეულწილად პოლიტიკური რეპრესიები, მაგრამ სისტემა გაწმინდა, ანუ გარკვეული ინსტიტუციური წესრიგი მან შემოიტანა ქვეყანაში. ბიძინა შეეცადა, რომ ეს მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, ცოტა შევარდნაძე დააბრუნა თავის კორუფციული მომენტებით, ცოტა ზვიადიც დააბრუნა “ურა პატრიოტული” და “ფსევდო რელიგიური” ნარატივებით და ცოტა მჟავანაძეც კი დააბრუნა. ანუ ერთგვარი ჯოჯოხეთური მიქსი გააკეთა, აჯაფსანდალი”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)