სერგეი რიაბკოვი – აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ

აშშ-სთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის არჩევნების ფონზე განსაკუთრებული ილუზია არ უნდა არსებობდეს, თუ ორპარტიულ ანტირუსულ კონსენსუსს გავითვალისწინებთ, რომელიც აშშ-ში არსებობს. ჩვენ ამ ქვეყანასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოვემზადოთ. ამისთვის ყველა გაგებით მზად ვართ“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა. რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა […]

შალვა პაპუაშვილი – თვალთმაქცობაა, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების გაოცებულ სახეებს ვხედავთ, „ნაცმოძრაობის“ მიმართ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას – ეს აზიანებს ევროპის იმიჯს

თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას – ეს აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ეს ევროპა არ არის“. „სამწუხაროა, თვალთმაქცობის […]

შალვა პაპუაშვილი – რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის ისტორიული დამარცხება, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა – ეს არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება ჩაურევლობის საერთაშორისო პრინციპს

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის ისტორიული დამარცხება, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა. ეს არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ, ჩაურევლობის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი ერევა. „სამწუხაროა, როდესაც ამას ვხედავთ დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური […]

ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე, ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა

ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების კლინიკაში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაში პანიკა აქვთ ატეხილი – აფხაზეთსა და ცხინვალსაც დათმობენ, ოღონდ კარგი დაპირებები მიიღონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს

ისინი აფხაზეთსა და ცხინვალსაც დათმობენ, ოღონდ კარგი დაპირებები მიიღონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციაში პანიკა აქვთ ატეხილი თითოეულ ნაბიჯზე და განცხადებაზე, სადაც შეიძლება საუბარი იყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაზე, დათბობაზე და ტერიტორიების გაერთიანებაზე. […]

გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა, ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ჭანტურიძემ დატოვა. ჭანტურიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა […]

მოვუწოდებ ანტიკორუფციულს, გადახედოს TI-საქართველოზე გადაწყვეტილებას – კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე,“ რომლითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. თუმცა კობახიძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული. ირაკლი კობახიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი […]

თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არა, მოგვმართეთ – ომბუდსმენი ემიგრანტებს

სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში. ომბუდსმენი მათ მიმართავს, რომ თუ თვლიან, რომ ირღვევა მათი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების […]

საია: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია სრულად დახურულ უწყებად იქცა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონიტორინგის განმახრციელებლებს შენობასა და სხდომებზე კვლავ არ უშვებს. როგორც საია-ში ამბობენ, ესართულებს ორგანიზაციების მუშაობას და საზოგადოებას ართმევს უფლებას იყოს ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულების საფუძველზე, 2024 წლის ივლისის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობაში და სხდომის დარბაზში არ უშვებენ. 30 სექტემბრის სხდომაზე, […]

უკანონო თევზჭერაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320-დან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. აღნიშნული ცვლილება დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ […]