აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, ბოდიში ვერ შეცვლის სიტუაციას – ჩირიკბა

აფხაზეთის პრეზიდენტთან [დე ფაქტო] არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა და ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ TASS-თან განაცხადა, რომ აფხაზეთი [დე ფაქტო] დადებითად აღიქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეას, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] საქართველოში ინტეგრირებაზე საუბარი არ შეიძლება. “რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის მზადყოფნის შესახებ, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა აფხაზეთსა და […]
ოქტომბერში რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26 და 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია. თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი გამოვა ღამის 00:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გავა 00:40 საათზე.
“ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა…” – ქართველი კონკიას, მარიამ შარმანაშვილის ზღაპარი – Marao

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა. მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ თავგადასავალზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ისაუბრა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ზღაპრულ ამბავს ჰგავს. “ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7314 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0280 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0532 ლარს შეადგენდა. […]
დღეიდან საქართველოში „ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ ამოქმედდა

„პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით. „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად, შეიქმნა ერთიანი სისტემა. მასში ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. სიახლის თანახმად, დღეიდან გემის ადმინისტრაცია ერთიან სისტემაში შეძლებს სათანადო დოკუმენტაციას ატვირთვას და აღარ მოუწევს ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7314 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0280 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0532 ლარს შეადგენდა. […]
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბაღების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) მხარდაჭერით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადრეული და სკოლამდელი განათლება. ამის […]
საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს. „კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს. კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდება. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა ელექტრო ენერგიის მიწოდება მცხეთისა და სოფელი დიღმის აბონენტებსაც შეუწყდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, კმოსტი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან […]
“დავიწყოთ ბოდიშით!” – გახარიას პარტია ორმა წევრმა დატოვა

ყოფილი პრემიერის, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე, წერს, რომ ტოვებს პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში იქნება დამოუკიდებელი წევრი: „მოგესალმებით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის […]