ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ მოკავშირეებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ, რათა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. აღნიშნული განცხადება პოლონელმა თავდაცვის მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის გახსნის დროს გააკეთა. კოსინიაკ-კამიშმა ასევე გააფრთხილა ევროპელი მოკავშირეები, რომ „დამოუკიდებელი უკრაინის პოტენციურმა კრახმა შესაძლოა კატასტროფული შედეგი იქონიოს ევროპის უსაფრთხოებისათვის. ხოლო ასეთი განვითარება ევროპაში სამხედრო საშუალებებით თავიანთი მიზნების მიღწევისკენ წაახალისებდა არა […]
სალომე ზურაბიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები განმსაზღვრელი იქნება – არსებობს ბევრი ძალა, რომელიც მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია

საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან დემოკრატიული, პროევროპული ძალები, ყოველთვის წარმოადგენდნენ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ იციან, სად არის ჩვენი მომავალი, მათ იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პანელის მოდარეტორმა პრეზიდენტს შეკითხვა ქვეყანაში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვა, კერძოდ, ფიქრობს […]
პაატა ზაქარეიშვილი – ივანიშვილის წერილს რეალობასთან საერთო არ აქვს – აბსურდულია, ერთი მხრივ, 12 წელია მართავენ ქვეყანას, მეორე მხრივ თითქოს საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ იარსებოს, რასაც საფუძველი არ აქვს

ბიძინა ივანიშვილის წერილი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და რეალობასთან საერთო არ აქვს – აბსურდულია, ერთი მხრივ, 12 წელია მართავენ ქვეყანას, მეორე მხრივ თითქოს საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ იარსებოს, რასაც საფუძველი არ აქვს. როგორ ამართლებენ და ხსნიან ამას?- ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული წერილი „პროპაგანდის ნაწილია“, რადგან რეალურად […]
პრეზიდენტი ვარშავის კონფერენციაზე- ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში რუსეთთან თანაარსებობას

ჩვენ მონეტის მეორე მხარეს ვართ – მაშინ როდესაც უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით აგრესიის სხვა სახეობას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, ყველა სახის ზეწოლა, შიში, რომელიც გამოიყენება, წნეხი. ჩვენ გვაქვს ეს „რუსული კანონი“, რომელიც ახლა მოქმედებაშია მოსული და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, მის აკრძალვას და სწორედ ეს დგას საფრთხის ქვეშ ამ არჩევნებზე, – […]
სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრებზე მხარეებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ. „პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, […]
კალაძემ იტალიისა და შვეიცარიის ბანკებიდან 9 მილიონი დოლარი გამოიტანა

თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ 4 965 000 აშშ დოლარი და 3 600 000 ევრო (ჯამში, დაახლოებით, 9 მილიონი დოლარი) გამოიტანა, ტურინსა და ციურიხში მდებარე, Intesa Sanpaolo და Juliues Baer ბანკებიდან. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირადი ანგარიშებიდან, ამ თანხების მოხსნა იმით ახსნა რომ „ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა“. „რატომ უნდა შევინახო (თანხა […]
ქართული სტარტაპი SizmarAI კომპანია Microsoft-ის პარტნიორი გახდა

ქართული სტარტაპი SizmarAI ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის პარტნიორი გახდა! ეს პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია, ვიდეოები ჩვენი სიტყვიერი მითითებების საფუძველზე შექმნას. ასევე იხილეთ: SizmarAI სატესტო რეჟიმში უკვე ხელმისაწვდომია — სასურველი კადრების შექმნა ყველას შეგვიძლია ცნობილია, რომ Microsoft სხვადასხვა AI სტარტაპს ხშირად უჭერს მხარს, ამიტომ SizmarAI-ს დამფუძნებლები კომპანიას დაუკავშირდნენ და თავიანთი პროდუქტი გააცნეს. 27 სექტემბერს უკვე […]
რუსეთში ექსპორტის წილი 5-დან 8%-მდეა, რისკების მინიმიზაცია ჩვენი სტრატეგიაა – Schuchmann Wines

კომპანია Schuchmann Wines Georgia 2024 წლის ცხრა თვეში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით კმაყოფილია. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტში 10%-იანი ზრდა აქვთ. მისივე ინფორმაციით, Schuchmann Wines Georgia-ს ექსპორტში რუსეთის წილი 8%-მდეა, ხოლო ძირითადი ბაზრები ევროპის და აზიის ქვეყნები და აშშ არის. „მივყვებით ჩვენს მიზანს, […]
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროქსია – პრეზიდენტი

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორის მიერ დასმულ კითხვას, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან “ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის პროქსი (მინდობილი, წარმომადგენელი) უწოდა და რუსეთი პირდაპირ დაადანაშულა საქართველოში ჰიბრიდულ ომის წარმოებაში. “რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია. ჩვენ მომსწრენი ვართ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდის, შიშის ზეწოლის. […]
“ვნახოთ, რას იტყვის რაჟდენი” – ეკა გიგაური

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს“ – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფიცულმა ბიურომ, არანაირი საუფუძველია არ ჰქონდა და გაუჭირდებოდათ ახსნა. ეს უკან დახევაა, […]