ხათუნა ლაგაზიძე – როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება

როგორც ამ შემთხვევაში მოუწია ხელისუფლებას ჩვენი სიმართლის აღიარება, ასევე მოუწევს არჩევნების შედეგების აღიარება, – ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროსადმი პრემიერ-მინისტრის მოწოდება შეაფასა იმის თაობაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გადახედოს. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ […]
ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, რომ საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. […]
საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ […]
კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, TI-ის მოეხსნას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკში, მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს მოეხსნათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი. ამასთან, პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი […]
“შავი ფული, რევოლუციის მომზადება… ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა…” – კალაძე ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც ხმარდება დაპირისპირებას და გახლეჩას. „რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება. ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება […]
“შიშის სუნი მცემს”– გვარამია პრემიერის განცხადებაზე

“მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პრემიერის განცხადებას ეხმაურება და წერს: უი, რაღაც შიშის სუნი მცემს. ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა: “მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით […]
“26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე – კაცი გამოვიდეთ” – ივანიშვილი

ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს – არამედ მშვიდობას; არა უცხო […]
პრემიერი – მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან

მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ამასთან, პრემიერი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ […]
ნათია თურნავამ პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების პროცესი განიხილა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მარტა ქაითლის შეხვდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე და მარტა ქაითლის ამ პროცესის ხელშეწყობის თხოვნით მიმართა. „საუბარი შეეხო გასულ […]
სახალხო დამცველი არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა – სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა […]