სალომე ზურაბიშვილი – სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება

სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სრული რეფორმა. სრული რეფორმა, რომელიც შეესაბამება „ქართულ ქარტიას“, რომელსაც ახლა ყველა პროევროპულმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, მომავალ თვეში, მართლაც დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ღრმა რეფორმა. მე საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტი გამომიცხადა, თუმცა […]

ლევან ცუცქირიძე – ჩვენ დავთვალეთ ასზე მეტი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უსინდისოდ და უსირცხვილოდ მისცა ქართულ საზოგადოებას და არცერთი მათგანი არ შეასრულეს

ცვლილებების დროა, ცვლილებების სურნელი ჰაერში ტრიალებს, ყველანი არჩევნებზე, გააფერადეთ ნომერი 9, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ცუცქირიძე ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი „შეუსრულებელი დაპირებების 12 წელია“. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას […]

აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა – რომელ უბანშია უძრავი ქონება ყველაზე ძვირი?

2024 წლის აგვისტოში თბილისში 3,133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს. გაყიდული ბინების მიხედვით უბნების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ დიდი დიღომი იკავებს, რომელზედაც გაყიდვების 21% მოდის, მეორე ადგილზე კი 15%-იანი წილით საბურთალოა. „ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა […]

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა – ჯანლუკა დი მარციო

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს და მას წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს, – ინფორმციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. მისი ცნობით, დღეს იტალიური კლუბი გარემარბის აგენტებს დაუკავშირდა, რათა განეხილათ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. მხარეები რამდენიმე კვირაში კვლავ შეხვდებიან. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუს მსგავსად, პრემიების ჩათვლით, წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. საბოლოო შეხვედრა […]

ბათუმში საერთაშორისო საკალათბურთო ფესტივალი Junior Stars დასრულდა

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საკალათბურთო ფესტივალი Junior Stars 1️7️-წლამდელთა შორის, რომელშიც 3 ქვეყნის 6 გუნდი მონაწილეობდა. აჭარის დედაქალაქში თავი მოიყარეს აზერბაიჯანის ნაკრებმა, თურქულმა ტრაბზონსფორმა, ფოთის ირაომ, თბილისი ბასკეტმა, ქუთაისის აიამ და მასპინძელმა, აჭარის ნაკრებმა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანის ნაკრები გავიდა, რომელმაც ფინალში თბილისი ბასკეტი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი წილად თურქულ ტრაბზონსფორს ხვდა წილად. ფესტივალის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელი […]

მარკ რუტემ ნატოს გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა

ნიდერლანდის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 1 ოქტომბერს ოფიციალურად დაიკავა ნატოს გენერალური მდივნის პოსტი. მან შეცვალა 72 წლის იენს სტოლტენბერგი, რომელიც ამ თანამდებობაზე იყო 2014 წლიდან. ნატოს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქმიანობისას მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება. ნატოს ახალმა […]

პრეზიდენტი: უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით პროპაგანდას, ზეწოლას, შიშს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, საქართველო კი – ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, შიშს. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით “ქართველი ხალხი გადალახავს ამ ყველაფერს”. “პროევროპული და დემოკრატიული ძალები საქართველოში ყოველთვის წარმოადგენდნენ უმრავლესობას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%, […]

ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო აფასებს იაპონიასთან […]

საკონსტიტუციოში „აგენტების კანონზე“ გამართული სხდომიდან ერთი თვე გავიდა

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონზე“ განმწესრიგებელი სხდომა გამართა. სამდღიანი და მრავალსაათიანი სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო, გადავიდოდა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე და შეაჩერებდა თუ არა სასამართლო კანონის მოქმედებას განხილვის დასრულებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. მის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება […]

ამერიკა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების მოლოდინშია

1 ოქტომბერს, დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი და რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი ერთმანეთს დებატებზე პირველად დაუპირისპირდებიან. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები ნიუ-იორკში დღეს საღამოს, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაიმართება. დებატები ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათზე დაიწყება და 90 წუთს გაგრძელდება. მას ტელეკომპანია “სი-ბი-ესის” (CBS) საღამოს ახალი ამბების გამოშვება უმასპინძლებს. დებატებს ორი მოდერატორი ეყოლება, […]