შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის […]
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, ასევე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ფაკულტეტების დეკანებმა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, რექტორმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები […]
ბიძინა ივანიშვილი – აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით. როგორც ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მისი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების […]
თინა ბოკუჩავა – შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის

შევხვდით „ევროპის სახალხო პარტიის“, ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ფრაქციის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და დემოკრატიული, პროევროპული ხელისუფლების პირობებში ძალიან მალე საქართველოს შეუძლია გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას […]
გიგი წერეთელი – აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც „ქართულმა ოცნებამ” მოიტანა, როდესაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მომავალზე

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, რათა სწრაფად მოხდეს იმ დანაკარგის კომპენსაცია, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა, როდესაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მომავალზე, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. გიგი წერეთლის თქმით, შესაძლებელია, რომ რეალური გახდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კეთილდღეობა. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ბრიუსელში, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, პირველ […]
“ლუზერობასაც” აქვს საზღვარი – წამოეწიათ რისხვა” – მეზვრიშვილი

მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გუშინ კი ვთქვი ფეხში ისროლესთქო. როგორც ჩანს, წამოეწიათ რისხვა. იმ დონეზე არიან გასულები, ჰგონიათ უდიდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციას არჩევნებზე აკრძალავენ და საერთაშორისო საზოგადოება გულხელდაკრეფილი იჯდება. ლუზერობასაც აქვს საზღვარი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze. ახლა „დამოუკიდებელი“ ანტი-კორუფციული იმოქმედებს „დისკრეციის“ ფარგლებში. მაგრამ „თავისუფალი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას რას უპირებთ? ნუთუ ასე შეურაცხყოფთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლიან სასამართლოს, […]
“ივანიშვილის ყველა ‘ზაგატოვკა” ჩაფლავდა” – 7 ჩაფლავებული ‘ზაგატოვკა” – დავით ზურაბიშვილი –

ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების თითქმის ყველა წინასაარჩევნო ‘ზაგატოვკა” (სპეციალურად ვამბობ ასე, მათთვის გასაგებ ენაზე), რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა, ჩაფლავდა. ეგონათ, რომ რუსული კანონის შემობრუნება არ გამოიწვევდა ხალხმრავალ პროტესტს – გამოიწვია. ეგონათ, რომ ეს კანონი არც დასავლეთის მხრიდან გამოიწვევდა ძალიან მკვეთრ რეაქციას – გამოიწვია. ეგონათ, რომ სანქციები არ იქნებოდა – არის და ეს ჯერ […]
ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში

ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. „26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების […]
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. „ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების […]
“გვარამია, მელია, ხაზარაძე ვერ მიდიან ხალხთან, არ მიესვლებათ” – კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მედიასთან ამბობს: “2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი კამპანია არასდროს გვქონია. დღეს, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის, არ მიესვლება. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია ან მელია ხალხთან, ან ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა. […]