ზვიად ქორიძე – ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განუმარტოს არა ის, რაც დაწერა, არამედ, რეალურად, რატომ მიაღებინა რაჟდენ კუპრაშვილს ის გადაწყვეტილება და ახლა რატომ აიძულებს, რომ უკან გაიტანოს

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განუმარტოს არა ის, რაც დაწერა, არამედ, რეალურად, რატომ მიაღებინა რაჟდენ კუპრაშვილს ის გადაწყვეტილება და ახლა რატომ აიძულებს, რომ უკან გაიტანოს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავრობაში არის სრული გაუგებრობა, შეუთანხმებლობა და ქაოსი. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში […]

18 წ. | ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. ევროპის 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას მეოთხედფინალური შეხვედრით 16 ნოემბერს იწყებს, ნახევარფინალები 19 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო ჩემპიონი 23-ში, გიორგობა დღეს გამოვლინდება. მოსამზადებელი ეტაპი 5 ეტაპად გაიმართება. “უმცროსი ბორჯღალოსნების” 40-კაციანმა შემადგენლობამ მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო. მასში 22 მორკინალი […]

დღეიდან, ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდის

ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდის. მოსაკრებელი 1-ლი ოქტომბრიდან ქალაქში გატარებული ყოველი ღამისთვის ერთ ადამიანზე 4 ევროს შეადგენს. ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი არაერთხელ გაზარდა. კერძოდ, ბოლოს გადასახადი ორ ეტაპად, 2023 წლის 1 აპრილიდან 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო 2024 წლის 1 აპრილიდან უკვე 3,25 ევრომდე გაიზარდა. ამასთან, ამ საქალაქო გადასახადის გარდა, ბარსელონაში ვიზიტორებმა რეგიონული […]

გია ვოლსკი – გონივრული და პოლიტიკურად სწორია პრემიერის პოზიცია – არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიკორუფციული ბიურო! კარგი იქნება, თუ გამონაკლისის სახით შესაბამისს გადაწყვეტილებას დაუშვებს

გონივრული და პოლიტიკურად სწორია პრემიერ – მინისტრის პოზიცია – არ ვიცით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიკორუფციული ბიურო! კარგი იქნება, თუ გამონაკლისის სახით შესაბამისს გადაწყვეტილებას დაუშვებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი […]

გორის მერია – მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება

მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების ღირებულება 154 000 ლარია და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. „გზის მონაკვეთის სიგრძე 198 მეტრია. პროექტის მიხედვით ეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, სანიაღვრე სისტემა, ლითონის ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები […]

მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება

კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ მცხეთაში განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. „უახლოეს ხანში მცხეთის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის […]

პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა, სადაც საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველების ევროპული მომავლისკენ მისწრაფება განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ს ეროვნული […]

ივანიშვილის თქმით, “ფინანსურ შანტაჟში” აშშ-სა და ევროკავშირს არ ადანაშაულებს

ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ “ფინანსურ შანტაჟში” არც აშშ-სა და არც ევროკავშირს არ ადანაშაულებს. ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან აშშ-ის საელჩოს ფეისბუქპოსტის საპასუხოდ გაავრცელა. ივანიშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ “შანტაჟის” უკან ე.წ. გლობალური ომის პარტია დგას. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: “იძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ […]

U16 | ყირგიზეთი 0:3 საქართველო

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, პირველი მატჩი ჩაატარა სადაც ჩვენმა ასაკობრივმა ყირგიზეთის დამარცხება შეძლო – 0:3. შეხვედრაში გიორგი გორგაძემ დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო ანდრია ჩხაიძემ 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მატჩი, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის, საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას, სანდრო კობახიძის გუნდი ხვალ, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ […]

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია

საქართველოს ევროპისა და ამერიკისგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა სჭირდება საქართველოს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამკვირვებლების წარმომადგენლობა არის იმის დასტური, […]