“სოფელ შუქრუთის გადასარჩენად” – ივანიშვილის ბიზნეს ცენტრამდე აქცია-მსვლელობა გაიმართა

“სოფელ შუქრუთის გადასარჩენად” – ამ შინაარსის ბანერებით შუქრუთელებმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტები პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და ბიზნეს ცენტრამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე ათობით პოლიციელი დახვდა. მათ შენობამდე მისასვლელი გზა კორდონით ჰქონდათ გადაკეტილი. “დღეს თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, ჩვენს საცხოვრის გარემოს ვიცავთ, ჩვენს ქალაქს ვიცავთ. თუ […]
ანა ნაცვლიშვილი – რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“

რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ შეცვალოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია. „შავ დღეშია რაჟდენ კუპრაშვილი. არ დაემორჩილება კობახიძეს და მოხსნის ორ წუთში, კანონის […]
თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი – ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა

ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ისრაელისკენ მიმართული რაკეტების ჩამოგდება უბრძანა, – ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, შონ სავეტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყურადღებით აკვირდებიან ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმას და მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან რეგულარულ განახლებებს იღებენ. „აშშ-ის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სამხედროებს უბრძანა დაეხმარონ ირანული თავდასხმის […]
ეკა ბესელია – მგონია, რომ არჩევნების წინ გამოაცხადებენ და შეაჩერებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედებას და ამას დაუკავშირებენ ხელისუფლების კეთილ ნებას

როგორც ჩანს, რუსული კანონის ნაცვლად გადაწყვიტეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო აამოქმედონ და იგივე ფუნქცია შესძინონ რაც უნდა გაეკეთებინა „აგენტების შესახებ კანონს“, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას ანტიკორუფციულ ბიუროსადმი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს, ეკა […]
ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

საყურადღებოა, იმისათვის რომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს, თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების […]
ირანური რაკეტები ისრაელის თავზე – რა უწინასწარმეტყველა ისრაელმა ირანს და რა დაპირება გასცა ამერიკამ

ირანული რაკეტები ისრაელის თავზე – თელ-ავივისა და სხვა დიდი ებრაული ქალაქების ცა ირანული რაკეტების კვალმა დაფარა. დახურულია ისრაელის საჰაერო სივრცეც. ასეთივე სიტუაციაა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, პალესტინის ადმინისტრაციის მიმართულებაზე, სადაც ებრაული ახალშენები მდებარეობს. მუშაობს ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ირანმა ტალღებად გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. ისრაელის საჰაერო სივრცეში აფეთქებების ხმა ისმის. ამასობაში იორდანიამ საჰაერო სივრცე დახურა, ისევე როგორც […]
ხოშტარია: ამ ისტორიულ მომენტში შევიკრიბეთ, რომ ვთქვათ – კი ჭეშმარიტ ცვლილებებს, კი – ევროპას

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მართლა მთელი მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი პრინციპული, მშვიდობიანი, ერთიანი ბრძოლით და ყველა პოლიტიკოსზე, მთავრობაზე, ყველა პარტიაზე უკეთესად საქართველოს მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, მთელ მსოფლიოს გააგონეს, რომ ჩვენ ვეუბნებით არას – ძალადობას, დაყოფას, ბოროტებას, ღვარძლს და რუსეთს. დღეს, ამ ისტორიულ მომენტში შევიკრიბეთ რომ ვთქვათ – კი ცვლილებებს, კი სისტემურ ცვლილებებს, ჭეშმარიტ, ძირეულ […]
IDF: ირანისგან დამატებითი საფრთხე აღარაა მოსალოდნელი – მოვუწოდებთ ხალხს, დატოვონ თავშესაფრები

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ამჟამად ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით დამატებითი საფრთხე არ არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სარაკეტო შეტევა დასრულდა. ცოტა ხნის წინ ფრონტის სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება და აცნობა მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა ბრიფინგზე თქვა, რომ ისრაელის თავდასხმას “შედეგები მოჰყვება”. “ჩვენ ვართ გაძლიერებულ მზადყოფნაში, […]
“სამი წელი ტყვეობიდან… აქ წამოსვლის წინ, ჩემმა უსაყვარლესმა ედუარდმა მითხრა…” – რას წერს სააკაშვილი

სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს იმისთვის, რომ არ ჩავაბარე ქვეყანა, არ მოვიხადე ბოდიში, ყოველთვის ვიყავი ხალხის მხარეს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას ვისაც მთელი ეს დრო არ ვავიწყდები ვინც საქართველოს, უკრაინის და მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავს სოლიდარობას და აქტიურად იბრძვის ჩემი გათავისუფლებისთვის. თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა და გამაძლებინა მოწამლისთვის, სიკვდილის თვალებში ჩახედვის მიუხედავად მაინც […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანის ამ თავდასხმას შედეგები მოყვება – საკმაოდ ბევრი რაკეტა ჩამოვაგდეთ, რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოქალაქეებს თავშესაფრების დატოვება უკვე შეუძლიათ. ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს, ვინაიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას „შედეგები მოჰყვება“. „უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს […]