ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს

ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს. ისრაელის საავიაციო სამსახურის ინფორმაციით, ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში ორი ადამიანი დაშავდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. „ჩვენ სრულ მზადყოფნაში […]

სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას – ბიძინა ივანიშვილი

სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას – ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, […]

სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ჯაფარიძე – აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები – პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე

აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ „ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა“. „ეს არჩევნები არ არის მარტივი […]

სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 3 228 ლარი იყო

2023 წელს აზარტულ ბიზნესში 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი კი 3 228 ლარს შეადგენდა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოთა ბრუნვის მონაცემებში წერია. გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.4 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ რუსთავში პირველი ყრილობა გამართა

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელიც „ახალს“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ აერთიანებს, რუსთავში პირველი ყრილობა გამართა. მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერებმა – ნიკა გვარამიამ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ – მიმართეს. მათ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების საჭიროებაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ კოალიცია ერთპარტიულ მმართველობას არ დაუშვებს. გარდა ამისა, ყრილობაზე კოალიციამ კიდევ ერთხელ […]

ნიკა მელია – ჩვენ საშინლად არ მოგვწონს ერთი კაცის მმართველობა, ერთპარტიული მმართველობა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და „კოალიცია ცვლილებისთვის” არის ამის გარანტი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ ჩვენ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გააუარესა, – ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიამ კოალიციის მთავარ პრინციპებზე ისაუბრა და განმარტა, […]

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ. მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა, აქედან გამომდინარე ისინი […]

რა საკითხები განიხილა ნათია თურნავამ პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე?

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა პოლონეთის ცენტრალური ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მარტა ქაითლის შეხვდა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა პოლონური მხარის მნიშვნელოვან მხარდაჭერას SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე და მარტა ქაითლის ამ პროცესის ხელშეწყობის თხოვნით მიმართა. საუბარი შეეხო გასულ წლებში […]

ჯო ბაიდენმა სამხედრო უწყებას უბრძანა, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედრო უწყებას უბრძანა, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ირანის მიერ წამოწყებული სარაკეტო იერიშის შესახებ. ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საჰაერო იერიშს თვალს ადევნებენ თეთრის სახლის სიტუაციების ოთახიდან (Situation Room) და რეგულარულად იღებენ განახლებულ ინფორმაციას, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში თეთრი სახლი […]