ნიკა გვარამია – როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მინდა მივმართო პატიმრებს – მადლობა, რომ მხარს მიჭერდით, ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებინა

რუსთავში „კოალიცია ცვლილებისთვის” ყრილობაზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. გვარამიამ მიმართა მათ შორის სტუდენტებს, დევნილებს, ასევე პატიმრებსა და ჯარისკაცებს. „მინდა, მივმართო სტუდენტებს – ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ისწავლი და ისწავლი თუ არა, ეს ჩვენი ქვეყნის, შენი სამშობლოს, ჩემი, ყველა ჩვენგანის მომავლისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ, ჩვენი “კოალიცია ცვლილებებისათვის” ნომერი 4 ყველაფერს გააკეთებს, რომ […]
რუსთავში „კოალიციამ ცვლილებისთვის” პირველი ყრილობა გამართა

რუსთავში „კოალიციამ ცვლილებისთვის” პირველი ყრილობა გამართა. ღონისძიება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გახსნა, რომელმაც ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. გვარამიამ სიტყვით გამოსვლაში თავისი საარჩევნო დაპირებები გააცნო სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს, მთავარი დაპირება კი ევროკავშირში გაწევრიანება და ის სიკეთეებია, რომელიც ევროპული ოჯახის წევრობას მოსდევს. „მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ პატრიორტს ვხედავ ჩვენს ყრილობაზე. მიხარია, რომ ჩვენს პირველ ყრილობაზე ამდენი […]
„მოუთმენლად ველით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა“ – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დუდამ აღნიშნა, რომ ევროპაში მოუთმენლად ელიან საქართველოს გადაწყვეტილებას. „ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, […]
შალვა მიქელაძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22, […]
„ძალიან ბევრი ძალა მუშაობს საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“ – პრეზიდენტი

ევროპის ბედი განსაზღვრული იქნება უკრაინაში ომის შედეგით, ასევე მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შედეგებით, ეს ასევე განსაზღვრავს შავის ზღვის უსაფრთხოებას და ამ ზღვის მომავალს, როგორც თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და მშვიდობის ზღვისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. […]
ირანმა რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, სადაც საჰაერო განგაში გამოცხადდა

1 ოქტომბრის საღამოს საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები ხმას ისმის მთელ ისრაელში, მას შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების (“ცაჰალის”) განცხადებით ირანმა ბალისტიკური სარაკეტო შეტევა დაიწყო. ისრაელის არმიამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები “ფხიზლად უნდა დარჩნენ და ზუსტად დაიცვან სარდლობის მითითებები.” “ცაჰალი აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ისრაელის სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობა”, – ნათქვამია განცხადებაში. მსოფლიოს წამყვანი […]
ჯო ბაიდენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის სტატუსი შესაძლოა, თანამდებობის დატოვებამდე შეცვალოს – FT

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის სტატუსი შესაძლოა, შეცვალოს. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებას ბაიდენი, სავარაუდოდ თანამდებობის დატოვებამდე, ანუ 2025 წლის იანვრამდე მიიღებს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 12 ოქტომბერს გერმანიაში უკრაინისა და მისი მოკავშირე ქვეყნების შეხვედრას უხელმძღვანელებს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო […]
პრეზიდენტი: „26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეფერენდუმი იქნება საქართველოსთვის. სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან, ანჟეი დუდასთან ერთად გამართა პრესკონფერენცია და საქართველოს გარდა, უკრაინაზეც ისაუბრა. „ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ […]
“მოდის… დროშაც აქ არის” – “ქართველი ებრაელები გლეჯენ…” – რა ხდება ისრაელში და რა ვიდეობს აქვეყნებენ ქართველი ებრაელები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციის თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის პოლიციის განცხადებით, არის მსხვერპლი. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის სრული უფლება. ტერორისტები უნდა განადგურდნენ!! ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ისრაელის ხალხის გვერდით […]
ანჯეი დუდა – არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ ქვეყანასაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს – ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც […]