თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში. დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება. ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი […]

“ჩემი წყარო ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე კობახიძე” – ხუხაშვილი პრემიერს პასუხობს

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, პრემიერს პასუხობს და წერს: ორიოდე სიტყვა კობახიძის “მარგალიტებზე”: მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, “ლელო”-სთან კომუნიკაცია არ მქონია უკვე ორი თვეა. ამიტომ, კობახიძეს ვურჩევდი, განაახლოს სუს-ის ინფორმაცია. რაც შეეხება ხელისუფლების უშედეგო მცდელობებს, მოეწყოთ შეხვედრები ჯერ სალივანთან და მერე კუშნერის მეშვეობით ტრამპთან აეწყოთ რაღაც კომუნიკაცია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი წყარო ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე კობახიძე…

თიკა ფაცაციას შთამბეჭდავი წითელი კაბა და ვიდეო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა – Marao

ომახიანი ხმა, დადებითი განწყობა და უზადო გარეგნობა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რითიც თიკა ფაცაცია უამრავი ადამიანის გულის მოგებას უკვე არაერთი წელია წარმატებით ახერხებს. თიკა ფაცაცია 42 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია. 1987 […]

კობახიძე აშშ-ის საელჩოს პოსტს “მანიპულაციას” უწოდებს – საელჩო კი “ოცნების” განცხადებას – “ცრუს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე განთავსებულ პოსტს და მას მანიპულაცია უწოდა, აშშ-ის ელჩს კი მოუწოდა, “კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც მისმა თანამშრომლებმა განახორციელეს”. აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ერთვის ვიზუალური გამოსახულება და დასმულია შეკითხვა, “რატომ აყენებს “ქართული ოცნება” ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ […]

„კონსულმა მითხრა თვითონ ბაზა შლისო“ – რატომ ვერ ხვდებიან ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან. როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა. მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში […]

ირაკლი კობახიძე – ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი „ლელოს“ მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ ის მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს

„შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“, წესით, ამით ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს – ჩემი მოწოდება იქნებოდა ბიურომ შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ასეთ საკითხებს პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ნუ გაჰყვება, გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ […]

PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან

PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან. „PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული […]

თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი მარინა კალიურანტს შეხვდნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობის“ ლიდერი გიგი წერეთელი ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპარლამენტის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მარინა კალიურანტს შეხვდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე იყო, სადაც აუცილებლად საქართველოს ევროპულმა მომავალმა უნდა გაიმარჯოს. „მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ ფრაქციის წევრი იყო „ქართული ოცნება“, ვიდრე აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლაშქრობა ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციასა – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი – გამოწვევები და შესაძლებლობები“ და ტანას ხეობაში გასვლით ლაშქრობა-სემინარში საქართველოს […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება

ემიგრანტების თემა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია, ისინი ამ თემაზე დებატებშიც კი არასდროს შემოდიან – ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „ქართულ ოცნებას” რა ჰგონია, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ხალხი რომ ემიგრაციაში გარბის, გაჭირვებას რომ გაურბის, […]