ორიგინალური პატარძალი და შთამბეჭდავი ნიუ იორკული ქორწილი – ჩცდ-ს მსახიობი ნიუ იორკში დაქორწინდა – Marao

ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი ეკა­ტე­რი­ნე ესე­ბუა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნიუ-ორკში გა­მარ­თუ­ლი ქარ­თვე­ლი წყვი­ლის ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ მათ ჯვრის­წე­რა 12-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს. “თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა მაშო მელ­ქა­ძემ, 12 წლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ორი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა ჯვა­რი და­ე­წე­რა თა­ვის რჩე­ულ­ზე. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც მი­უდ­გა ამ სა­კითხს. კაცი მრა­ვალ ქარ-ცე­ცხლში უნდა გა­მო­ა­ტა­რო და ისე და­თან­ხმდე ცო­ლო­ბა­ზე. ოჯა­ხი […]

ნუცუბიძეზე ორი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აღნიშნული ხიდები თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. […]

Forbes-მა ამერიკაში სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების რეიტინგი გამოაქვეყნა

გამოცემა Forbes-მა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლესი ანგარიშით, Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი ტოპ-20 მფლობელის ქონება, გასულ წელთან შედარებით, $122 მილიარდითაა გაზრდილი და 2024 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით $504 მილიარდს აღწევს. მიმდინარე წლის Forbes 400-ში შემავალი 54 მილიარდერი წამყვან სპორტულ გუნდებს აერთიანებს, მათ შორის 14-ს – NBA-ში. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, […]

თამარ კორძაია – ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას – დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას – დავიტოვებთ მცირე იმედს, რომ დაიცავენ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კორძაიამ განმარტა, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. “ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ვაგრძელებთ ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას. დღეს სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო […]

დავით აბესაძემ „თიბისი“ ლიზინგის მიერ მოზიდული CDP-ის პირველი ინვესტიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ, „თიბისი“ ლიზინგის მიერ CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის მოზიდვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრანზაქცია Cassa Depositi e Prestiti-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში. სიტყვით გამოსვლისას, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრს ეწვივნენ, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ მარია სულაბერიძესთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ფარგლებში, ლიეტუვური ენის შემსწავლელი კურსების ახალი სეზონი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, […]

თამარ კორძაია – რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა?! – რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არა, ბიძინა ივანიშვილი მართავს

რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა?! – რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი,- ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსი მოუხსნა. მისივე თქმით, რაჟდენ […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, მაგისტრალური მილის 5 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი და ახალი მილსადენით ჩანაცვლება მიმდინარეობს, რის შემდეგაც განახლებული ქსელი ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები […]

ოთარ შამუგია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა

კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ წარმომადგენლების მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ, ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია. […]

ბმულით გადახდა – როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის პროდუქტი, რომელიც ბიზნესებს ყოველდღიურობას უმარტივებს

საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერი ასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ამასთან, ვაჭრობისას მიღებული ტრანზაქციები მართონ და გააანალიზონ. პლატფორმის უპირატესობა ისიცაა, რომ იგი გადახდის ათამდე მეთოდს აერთიანებს, სია კი მუდმივად იზრდება და ახლახან მას ბმულით გადახდა დაემატა.