ირაკლი კობახიძე – თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები აშშ-ს ან ევროკავშირს დაკავებული აქვს

თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები აშშ-ს ან ევროკავშირს დაკავებული აქვს – მაშინაც კი როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია „კრედიტ სუისმა“ საბაბად გამოიყენა იმისათვის, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამ თანხებს აკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე […]

კობახიძე: ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის “გლობალურ ომის პარტიასთან”

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან „ქართული ოცნება“ ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავს ყველასთან, მათ შორის „გლობალურ ომის პარტიასთან“. პრემიერმა დაასახელა ურთიერთობის დალაგებისთვის საჭირო სამი ფაქტორი. „ინტერესები არის დროებითი, იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად. მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები (საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და აშშ-ში – საპრეზიდენტო) და ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ […]

ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. UFC-ს ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მზარდია როგორც ელექტრო მანქანების, ისე დამტენების რაოდენობაც“ – როგორია ელექტრომობილების სადგურების გეოგრაფია?

E-space-ს გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ელექტრომობილების დამუხტვის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 60-70 დამტენია დამონტაჟებული, ხოლო 10 სწრაფი დამტენი. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, კომპანიებისთვის დამტენების მონტაჟი ძალიან ძვირია ინვესტიციაა, რომლის ამოღების პროცესიც ხანგრძლივია, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს სექტორის წახალისებისთვის არაფერი გაუკეთებია. „მზარდია როგორც ელექტრო მანქანების რაოდენობა, ისე დამტენების რაოდენობაც. […]

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ახლოს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. „ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით სამი ადამიანი დავაკავეთ. კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურზე მატარებელში ორი მამაკაცი, ხოლო ერთი ადამიანი კი სხვა ადგილას დავაკავეთ“, – აცხადებს კოპენჰაგენის პოლიცია. შეგახსენებთ, დღეს დილით, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სანქციათა რეჟიმების დარღვევის რისკები თავად კომერციულმა ბანკებმა უნდა შეაფასონ – სებ-ის პასუხი რომან გოცირიძეს

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათი უფლებამოსილება როგორც წესი არ მოიცავს კონკრეტული პირების მომსახურების გაწევის შეჩერებაზე დავალებების გაცემას და რომ ბანკებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღონ – ამის შესახებ ნათქვამია დეპუტატ რომან გოცირიძისთვის სებ-ის მიერ გაგზავნილი პასუხიდან. ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დაინტერესდა მოითხოვა თუ არა სებ-მა აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების ანგარიშების გაყინვა. „16 […]

რა იყო მთავარი საკითხები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, დემოკრატ ტიმ უოლცსა და რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსს შორის დებატები გაიმართა. 90-წუთიანი დებატებისას მთავარი საკითხი იმიგრაცია იყო. ამასთან, ლიდერებმა განიხილეს საერთაშორისო კონფლიქტების, აშშ-ის ეკონომიკისა და აბორტის უფლებების საკითხები. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის დასმული პირველი კითხვა ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას, რაზეც უოლცმა უპასუხა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. ვენსმა კი გაიმეორა დონალდ ტრამპის […]

ირანის მხრიდან ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ვითარება მთელი რეგიონისთვის მძიმდება — მედია

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ უპასუხებს გასულ ღამით ირანის ამ დრომდე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას ისრაელზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მსოფლიო ლიდერები შიშობენ, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონს მოიცავს. ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმუქრება, რომ ირანმა „დიდი შეცდომა“ დაუშვა და პასუხს აგებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ ირანის […]

“შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას” – კობახიძე შუქრუთელების საკითხზე

შუქრუთელების 32-დღიანი შიმშილობასა და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებზე კითხვის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგი ბრიფინგისთვის “უფრო დეტალურად” მოიძიებს ინფორმაციას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ონლაინმედია პუბლიკას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, აპირებს თუ არა იგი შუქრუთელებთან შეხვედრას, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა პროტესტს პარლამენტის წინ, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ და მთავრობის წარმომადგენლებთან საუბარს ითხოვენ. “დროის ამბავი არ არის. მე, […]

მამუკა ხაზარაძემ დისტრიბუციის თანამშრომლებს 200 000 სამუშაო ადგილის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ გეგმა გააცნო

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სადისტრიბუციო კომპანია „მეგაკოს“ თანამშრომლებს შეხვდა. „ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა „ძლიერი საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამა იყო, რომელიც 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. „მამუკა ხაზარაძემ დისტრიბუციის თანამშრომლებთან შეხვედრისას ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ, საქართველოს ბევრად ძლიერი ეკონომიკა ექნება მეტი სამუშაო ადგილით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.