შარლ მიშელი – საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს. როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად. “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები. როგორც […]

მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს

მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. პლატფორმა „სინამდვილეში“ აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან „არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის წინააღმდეგ ამგვარი ბრალდების წაყენება არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის ტოლფასია“. „აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას, სადაც მოჰყავს აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ 2020 წლის არჩევნების […]

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა. სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების პარალელურად ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის ქალაქებზე. ისრაელის […]

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში შევხვდი“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე წერს. მიშელის თქმით, მათი შეხვედრა „საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში“ შედგა. „როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს სჭირდება რეფორმების გაღრმავება – ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ქვაკუთხედია. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში და ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იყოს მიღებული“, – […]

ივანიშვილმა დასავლეთიდან წერილი მიიღო, სადაც მოსალოდნელ სანქციებზეა საუბარი – მედია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ოლიგარქმა ივანიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, დასავლეთიდან წერილი მიიღო. ამ წერილის შინაარსზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება და მასში საუბარი მოსალოდნელ ახალ ფინანსურ სანქციებს შეეხება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ოლიგარქის მთელი ქონება და ფული, რომელიც მას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აქვს, გაიყინოს.

რომან გოცირიძე – ახლა დარჩენილია ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს – აუცილებელი იყო უკან დახევა, ივანიშვილი უმკაცრესად გააფრთხილეს, სანქციები კი არა ციმბირში მოგიწევს გადასახლებაო

ახლა დარჩენილია ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაიხუროს, დიდი ბოქლომი დაედოს და იურიდიულად გაუქმდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოეხმაურა. როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოწოდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს […]

“ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს” – მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის აუდიენცია დასრულდა – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა. შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველს […]

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება – შეხვედრის ამსახველ კადრებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შუა დერეფანში ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ, საქართველოს გავლით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 728.1%-ით გაიზარდა

იანვარ-აგვისტოს პერიოდში შუა დერეფანში ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ, საქართველოს გავლით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728.1%-ით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს. საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორის კომისიის წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიში განიხილეს. სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის […]

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში“ – უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი

საქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი აზიზ აბდუხაკიმოვი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შევიკრიბეთ ულამაზეს ქალაქ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობისთვის. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ლოჯისტიკას, უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა მთავარი პუნქტი […]