აშშ-ის საელჩო: ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია. „ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან. ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, […]
“მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” – ოსიმენმა დაასახელა ადამიანი, ვის გამოც “გალათასარაიში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” იჯარით გადაბარგებულმა ვიქტორ ოსიმენმა ის პიროვნება დაასახელა, რომელმაც მის დარწმუნებაში და კარიერის თურქეთში გაგრძელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. “ოქან ბურუქი (გალათასარაის მწვრთნელი) ჩემი ტრანსფერის მთავარი გასაღებია. როდესაც ვესაუბრებოდი, მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა”, – ციტირებს ოსიმენს თურქული A SPOR. შეხსენებისთვის ოსიმენმა ყველა ტურნირზე “გალათასარაის” ფორმა 4 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.
თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე – „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით

„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თინა ბოკუჩავამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ. „მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები, რაც ეუთოს საფუძველს […]
შალვა პაპუაშვილი – შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას

შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით წერს, რომელსაც დღეს ხელი მოაწერა. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს. „დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს […]
სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არბიტრაჟის იდეას კლავს – ქეთი ქვარცხავა

იურიდიული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არბიტრაჟის ინსტიტუტისთვის საქმეების განხილვას ზღუდავს. იურიდიული ფირმა BLC LAW-ში BMG-სთან განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც არბიტრაჟთან მიმართებაში არასწორი მიდგომა ჩამოყალიბდა. კერძოდ, როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარის ადვოკატი საარბიტრაჟო ცენტრის სიის ჩამონათვალშია, აღნიშნულ არბიტრაჟს უფლება საერთოდ აღარ აქვს, კონკრეტული […]
„ის პოპულარობა და ზრდადობა, რაც აქამდე კრიპტოვალუტას ჰქონდა, შემცირებულია. ასევე შემცირებულია თანხები” – ავთანდილ კუჭავა

კრიპტოინდუსტრიისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვეველი და ხშირად წინააღმდეგობრივი რეგულაციებია. განსაკუთრებით კრიტიკული კრიპტოვალუტასთან მიმართებით ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ,,დემოკრატიული პარტიაა“. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, კამალა ჰარისმა საჯაროდ პირველად გაასაჯაროვა თავისი პოზიცია ციფრულ და კრიპტოაქტივებთან მიმართებით. ,,დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია, როგორც ჩანს, კრიპტოსექტორის მიმართ პოზიტიურია. საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ჰარისმა რამდენიმე დადებითი განცხადება […]
ჯიმ ო’ბრაიენი დღეს მეუფე იაკობს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრავიზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა აშშ-ის დროით 11:30 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე, ასევე, იქნება დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა. შეხვედრის თემა უცნობია.
“შეღავათები რუს ოლიგარქებს აფხაზეთში” – მზადდება კიდევ ერთი შეთანხმება

აფახზური ტელეგრამ არხის “RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები პრესკონფერენციაზე რუსეთთან საინვესტიციო პარტნიორობის შეთანხმების მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომლის განსახილველადაც დეპუტატები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ემზადებიან. “უპირველეს ყოვლისა, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის საგადასახადო გათავისუფლებაზე 25 წლამდე ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც 2 მილიარდი რუბლიდან ან ზევითაა. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი […]
პარლამენტის თავმჯდომარე – 17 მაისს საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში, რითაც „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონზე ფაქტობრივი რეფერენდუმი შედგა

კარგად მესმის, რომ ამ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანს მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან […]