ისრაელმა სირიის ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა

ისრაელმა სირიის ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ისრაელმა იარაღის საწყობს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყა. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის ინფორმაციით, იარაღის საწყობი სირიაში, რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზის მახლობლად მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ნინო თანდილაშვილი – ბოლო 10 წლის განმავლობაში აღვადგინეთ 5000 ჰა ტყის ფართობი, 440 000 ჰა ტყის ტერიტორია, რომელიც ჩვენი ტყეების 14%-ს მოიცავს

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ აღვადგინეთ 5000 ჰა ტყის ფართობი, 440 000 ჰა ტყის ტერიტორია, რომელიც ჩვენი ტყეების 14%-ს მოიცავს, დაცული ტერიტორიების ფარგლებშია და მაღალი დაცულობის ტყის სტატუსით სარგებლობს, -ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალზე განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის […]

პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა. ამ კანონს გუშინ, 2 ოქტომბერს ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პაპუაშვილი კანონზე, რომელიც ადამიანების უფლებებს ზღუდავს, ამბობს, რომ “ეს იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რაც არის კიდეც ნამდვილი დემოკრატიის არსი და იდეა”. პარლამენტმა კანონი […]

“არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე” – გიორგი მარგველაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” გაერთიანებაში თავის როლზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა პოზიცია ექნება არჩევნების შემდეგ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კონცენტრირებულია არჩევნებზე, რადგან ჯერ ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა მოსაგები. “რა პოზიციაზე ვიქნები არჩევნების შემდეგ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. იმდენად მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 15 რეგიონს 100-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის სამხედრო ძალებმა 3 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ უკრაინას 105 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ეს ინფორმაცია დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი მონაცემებით, შეტევა განხორციელდა როგორც რუსეთის, ისე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 78 დრონი ჩამოაგდეს კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, როვნოს და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. […]

შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი მოაწერა. როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კანონი, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს. „დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის […]

ისრაელზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს

ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა” აიღეს. მათი მტკიცებით, თელ-ავივში რამდენიმე დრონით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეს“ წარმატებით დაარტყეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე, ცენტრალური ისრაელის სანაპიროზე დრონი ჩამოაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. დრონებით იერიშის გამო […]

თბილისობა – თბილისის მერია თბილისობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს

· გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ · ღია კინოთეატრი · ,,ორბელიანის ნუგბარი“ · ,,ყველიერი“ · ,,ისპანახობა“ · კაფე „ლაღიძის წყლები” · „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ · სამეწარმეო მარკეტი · გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია · ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“ · კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“ · საბავშვო კონცერტები · საღამოს კონცერტები · თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები · საბავშვო […]

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის კვლავ ტოპ-ათეულშია

მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციამ “ფიდე” ოქტომბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. ქალთა შორის ტოპ-ათეულში ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე ინარჩუნებს ადგილს. სიის სათავეში პირველ ოთხ ადგილზე ჩინელი მოჭადრაკეები არიან: I – ჰოუ იფანი – 2633 ქულა; II – ჟუ ვენჟუნი – 2563; III – ტან ჟონგი – 2551; IV – ლი ტინგჟი – 2549…. IX – ნანა ძაგნიძე […]

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კობა კობალაძე ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10-წლიან ანგარიშს წარუდგენს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის, ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს და მათ სამსახურის მუშაობის 10-წლიან ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: 3 ოქტომბერს, ქ. ბათუმში 16:00 საათზე, მემედ აბაშიძის […]