სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები

სალომე ზურაბიშვილს ადარდებს მხოლოდ ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის სავარძელში დეკემბრამდე არის წამოსკუპებული, სულ არ ანაღვლებს, აქ ხომ მისი სამშობლო არ არის, აუცილებლად მიმაჩნია, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოიძიონ მისი ჩადენილი საქმეები სახელმწიფოს მტერს, გაურკვეველი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიმდევარ “მართმადიან” სალომე ზურაბიშვილს, რაც ადარდებს, მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში, ევროპაში რა იქნება, თორემ ქვეყანა, […]
შალვა პაპუაშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი მოაწერა. როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კანონი, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს. „დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის […]
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. ბაზისბანკსა და სანდრო მრევლიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, სანდრო მრევლიშვილის თეატრი 51-ე სეზონს ორი პრემიერით ხსნის. 4 ოქტომბერს, მიხეილ მრევლიშვილის რეჟისორობით, სპექტაკლის „დეპუტატი, დრამატურგი…“ პრემიერა გაიმართება. კომედია ორ […]
7 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-7 ოქტომბერს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, […]
ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი უკან დახევაა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, მიუთითებდა მათ კიდევ ერთ უკანდახევას – როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, „გლობალურ ომის პარტიას“ ესაუბროს, ოღონდ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროს, ვინ ან რომელი ორგანიზაცია, რომელი სახელმწიფო წარმოადგენს ამ პარტიას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი […]
ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას. ვიზიტი ემთხვევა საქართველო-აშშ-ს შორის გართულებულ ურთიერთობებს, […]
შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონს ხელი მოაწერა

დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს, ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და […]
ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მტკვარში ბორანი გაიჭედა

თბილისიში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ბორანი გაიჭედა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებს მოძრაობას. უწყებაში აცხადებენ, რომ ბორანზე ორი ადამიანი იმყოფება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.
სამხატვრო აკადემია გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. თბილისის აპლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიაში მომხდარი ტრაგედიის – პირველ ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის ეზოში გოგონას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.” გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. ხელმოწერის შემდეგ კანონი “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდება. მისი ბოლო მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია. შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი. […]